
სომხეთში EV-ების იმპორტის ზრდა შეინიშნება
Oct 3, 2024
2024 წლის პირველ შვიდ თვეში სომხეთში 4,800-ზე მეტი ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი ავრცელებს. აღნიშნული მონაცემები სომხეთში ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარობის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ იმპორტის მოცულობამ უკვე მოიხმარა ელექტრომობილების წლიური საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების კვოტის დაახლოებით 65%. საწყისად განაწილებული 7,400 მანქანის კვოტიდან მხოლოდ 2,563 ერთეული დარჩა.
კვოტა შეთანხმებულია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) ფარგლებში და სომხეთს საშუალებას აძლევს ელექტრომობილები იმპორტირდეს არაევრაზიული კავშირის ქვეყნებიდან საბაჟო გადასახადების გარეშე. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლის წახალისებას და ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ ელექტრომობილების იმპორტის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ, უკვე მნიშნელოვნად გაზარდა მათი რაოდენობა ქვეყანაში.
რედაქტორის კომენტარი: იხილეთ სტატია, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით საქართველოში.