
GM-ი 6C ულტრა-სწრაფი დამუხტვის მქონე EV-ს ჩინეთში აწარმოებს
Oct 3, 2024
General Motors (GM) სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ჩინეთში, სადაც მისი გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. GM-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი კონკურენტუნარიანობის ნაკლებობაა ადგილობრივ ბრენდებთან შედარებით. თუმცა, ახალი ბატარეის ტექნოლოგიამ შესაძლოა GM-ს ჩინეთში გადარჩენის შანსი მისცეს.
25 სექტემბერს SAIC-GM-მა გამოაცხადა, რომ CATL-თან თანამშრომლობით, მათ შეიმუშავეს ინდუსტრიის პირველი 6C ულტრა-სწრაფი დამუხტვის ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) ბატარეა. ახალი ბატარეის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა, რომ ის უზრუნველყოფს 200 კმ-იანი მანძილის დამუხტვას მხოლოდ ხუთ წუთში. ახალი ბატარეები შეიცავს რამდენიმე ინოვაციურ, ატომურ დონეზე განვითარებულ ტექნოლოგიას, რომლებიც აჩქარებენ დამუხტვის პროცესს.
ამჟამად, Zeekr-ს აქვს ყველაზე სწრაფი დამუხტვის ბატარეა, რომელიც 5.5C სიჩქარით იტენება და შეუძლია 10%-დან 80%-მდე დაიმუხტოს 10.5 წუთში. (რაც უფრო მაღალია "C" რიცხვი, მით უფრო სწრაფია დატენვის პროცესი.)
მომხმარებლებს ახალ ავტომობილის შეძენას, რომელიც აღჭურვილი იქნება GM-ის ახალი ულტრა-სწრაფი დამუხტვის ბატარეით მომავალი წლიდან შეძლებენ.
GM, სავარაუდოდ, ახალ ბატარეებს გამოიყენებს მომავალ მოდელებში, შესაძლოა Buick Electra-L ან Electra-LT კონცეპტების სერიულ ვერსიებში, რომლებიც წელს პეკინის ავტოშოუზე გამოიფინა.