BYD-მა სექტემბერში რეკორდული რაოდენობის, 419,426 NEV გაყიდა

Oct 4, 2024

BYD-მა სექტემბერში რეკორდული გაყიდვები დააფიქსირა და 419,426 ახალი ენერგიის მანქანა (NEV) გაყიდა. BYD-ი ზედიზედ მეოთხე თვეა გაყიდვების რეკორდს ხსნის. 

კომპანიამ სექტემბერში 164,956 ელექტრომობილი გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.1%-იანი ზრდაა. ხოლო დატენვადი ჰიბრიდული ელექტრომობილების გაყიდვებმა 252,647 ერთეულს მიაღწია და წინა წელთან შედარებით 86.17%-იანი ზრდა დააფიქსირა. 

კომპანია აგრძელებს ზრდას გლობალურ ბაზარზეც. სექტემბერში BYD-მა 33,012 მანქანა გაყიდა საზღვარგარეთ, რაც წინა წელთან შედარებით 17.74%-ით მეტია.

2024 წლის იანვრიდან სექტემბრამდე პერიოდში, BYD-მა 2,747,875 NEV გაყიდა, რაც 32.13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით. საზღვარგარეთ გაყიდვებმა 297,881 ერთეული შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 104.7%-იანი ზრდაა.

შეგახსენებთ, BYD-მა შიდა წვის ძრავის მქონე მანქანების წარმოება 2022 წლის მარტში შეწყვიტა. 


Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @