მყარი მდგომარეობის EV ბატარეები ბაზარზე მოსალოდნელზე ადრე გამოვა?

Oct 4, 2024

ელექტრომობილების ბატარეების ტექნოლოგიაში დიდი გარღვევაა - მყარი მდგომარეობის ბატარეები შესაძოა მოსალოდნელზე ადრე გამოჩნდეს. BYD-ის მთავარი მეცნიერი და ინჟინერი ლიან იუბო აცხადებს, რომ მყარი მდგომარეობის ბატარეები შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ფართო გამოყენების საგნად იქცევა.

ლიანმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ბატარეები პირველ რიგში გამოყენებული იქნება ე.წ. ფუფუნების ელექტრომობილებში. ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, მყარი მდგომარეობის ბატარეები ეტაპობრივად დაინერგება საშუალო და დაბალი ფასის ელექტრომობილებში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. 

თუმცა, წარმოების მაღალი ხარჯები და რთული ინტეგრაცია კვლავ გამოწვევად რჩება. ლიანის განცხადება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც BYD-ის აღმასრულებელმა საჯაროდ ისაუბრა ახალ ტექნოლოგიაზე, რაც მიუთითებს კომპანიის მისწრაფებაზე, რომ გახდეს ლიდერი საავტომობილო ინდუსტრიის მომავალში.

BYD-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელია, 2024 წლის პირველი ნახევრისთვის ბაზრის 15.8%-იანი წილით და ახლა მყარი მდგომარეობის ტექნოლოგიის განვითარებით სურს საკუთარი პოზიციის გამყარება. 

BYD ამჟამად აწარმოებს ლითიუმის რკინის ფოსფატის (LFP) ბატარეებს, რომლებიც ჩინეთში ბაზრის თითქმის 75%-იან წილს იკავებენ. ლიანმა აღნიშნა, რომ LFP ბატარეები კვლავ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მყარი მდგომარეობის ტექნოლოგიასთან ერთად და არ მოძველდება მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში.

რედაქტორის კომენტარი: მყარი მდგომარეობის ბატარეები არის ბატარეის ტიპი, რომელიც იყენებს მყარ ელექტროდებს და ელექტროლიტებს, განსხვავებით თხევადი ან პოლიმერული გელის ელექტროლიტებისგან, რომლებიც გამოიყენება ტრადიციულ ლითიუმ-იონურ ბატარეებში. მათ აქვთ უფრო მაღალი ენერგიის სიმკვრივე, უფრო სწრაფი დატენვის დრო და გაუმჯობესებული უსაფრთხოება ტრადიციულ ბატარეებთან შედარებით.


Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @