რამ განაპირობა აზერბაიჯანში EV-ების იმპორტის მატება?

Oct 4, 2024

აზერბაიჯანში გადასახადებისა და საბაჟო ტარიფებისგან გათავისუფლებამ ბოლო წლებში ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარების და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე რაჰმან ჰუმატოვმა კლიმატის მოქმედების კვირეულის ფარგლებში ბაქოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. 

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტრიფიკაცია. მომდევნო თვეში 160 ახალი ელექტროავტობუსის ჩაშვება მხოლოდ დასაწყისია და მოსალოდნელია, რომ მათი რაოდენობა მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება,“ - აღნიშნა ჰუმატოვმა.

მან ასევე ისაუბრა აზერბაიჯანის მიერ დასახულ გეგმებზე, რომლებიც ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ამაში შედის: ქვეყნის საავიაციო ფლოტის გაფართოება, მეტროს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, აზერბაიჯანის რკინიგზისთვის თანამედროვე ელექტრომატარებლების შეძენა, რკინიგზის ქსელის ელექტრიფიკაცია და რკინიგზის მარშრუტებზე უფრო ეკოლოგიური ტრანსპორტის უზრუნველყოფა.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @