Kia-ს EV-ებს Tesla-ს “სუპერჩარჯერ” სადგურებზე წვდომა 2025 წლიდან ექნებათ

Oct 3, 2024

Kia-მ განაცხადა, რომ 2025 წლის 15 იანვრიდან მისი ელექტრომობილების მფლობელები მიიღებენ წვდომას 16,500-ზე მეტ Tesla-ს “სუპერჩარჯერ” სადგურზე აშშ-ში. 

გარდა ამისა, Kia უფასოდ მიაწვდის North American Charging Standard (NACS) ადაპტერს იმ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიძინეს EV9 ან EV6 2024 წლის 4 სექტემბრის შემდეგ. უფრო ძველი მოდელების მფლობელებს მოუწევთ ადაპტერების შეძენა, რომლის ფასიც ჯერჯერობით უცნობია.

Kia ასევე გეგმავს მომავალში გამოუშვას მოდელები, რომლებიც აღჭურვილი იქნება Tesla-ს სტანდარტული კონექტორებით. იმისთვის, რომ ეს მოდელები თავსებადები იყვნენ CCS სისტემაზე დაფუძნებულ DC სწრაფ დამუხტვის სადგურებთან და Level 2 AC დამუხტვასთან, Kia-ს მომხმარებლებს მიეწოდებათ ადაპტერები, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ ტრადიციული დამუხტვის სადგურები. 

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @