Kia-მ EV წარმოების გასაფართოებლად ქარხანა გახსნა

Oct 2, 2024

Kia Corporation-მა ოფიციალურად გახსნა Kia Gwangmyeong EVO ქარხანა, რომელიც Hyundai Motor Group-ის პირველი, სრულად ელექტრომობილების (EV) წარმოებისთვის შექმნილი საწარმოა.

Kia Autoland Gwangmyeong-ის ტერიტორიაზე მდებარე ახალი ქარხანა ყოველწლიურად 150,000 ელექტრომობილის წარმოებას შელებს. Kia EV3-ის წარმოება უკვე დაიწყო წლის პირველ ნახევარში, ხოლო EV4-ის წარმოება დაგეგმილია 2025 წლის პირველ ნახევარში. 

ქარხნის დასრულების აღსანიშნავად, Kia-მ გამართა ცერემონია, რომელზეც მიწვეული იყო დაახლოებით 150 სტუმარი, მათ შორის: Kia-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი Jun Young Choi, Gwangmyeong-ის ქალაქის მერი Seung Won Park და 22-ე ეროვნული ასამბლეის წევრები O Kyeong Lim და Nam Hee Kim.

"Kia Gwangmyeong EVO ქარხნის დასრულება არის გადამწყვეტი ნაბიჯი EV სექტორის ლიდერობისკენ, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ჩვენი ბრენდი განახლდა. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ინოვატორები EV ბაზარზე და შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება მდგრადი მომავლისკენ”, - აღნიშნა თავის გამოსვლაში Jun Young Choi-მ.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @