
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 126.5%-ით გაიზარდა
Sep 26, 2024
2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 126.5%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 2 770 ერთეული ელექტრომობილი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 223 ერთეული.
ელექტრომობილების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველომ აშშ-ში შეიძინა. მეორე და მესამე ადგილს ჩინეთი და იაპონია იკავებენ.
გიზიარებთ ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც საქართველომ 2024 წელს ელექტრომობილების იმპორტი განახორციელა:
აშშ - 1 429 ერთეული
ჩინეთი - 568 ერთეული
იაპონია - 558 ერთეული
გერმანია - 92 ერთეული
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 32 ერთეული
რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტი), წელს საქართველოდან გავიდა 314 ერთეული ელექტრომობილი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 207 ერთეული.