ნორვეგია პირველი ქვეყანაა, სადაც EV-ები ბენზინზე მომუშავე მანქანებს აჭარბებს

Sep 26, 2024

ნორვეგია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ელექტრომობილების რაოდენობა ბენზინზე მომუშავე მანქანების რაოდენობას აჭარბებს. მონაცემებს ნორვეგიის საგზაო ფედერაცია აქვეყნებს.

ქვეყანაში რეგისტრირებული 2.8 მილიონი სამგზავრო ავტომობილიდან, 26.3% სრულად ელექტროა. თუმცა, დიზელის ავტომობილები კვლავ ყველაზე დიდ წილს იკავებს და შეადგენს ნორვეგიაში რეგისტრირებული მანქანების მესამედზე მეტს.

„სამგზავრო ავტომობილების პარკის ელექტრიფიკაცია სწრაფად ვითარდება და ნორვეგია მიდის იმისკენ, რომ გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც ელექტრომობილები დომინირებენ,“ - განაცხადა OFV-ის დირექტორმა. მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წლისთვის ქვეყანაში ელექტრომობილები დიზელის მანქანებს გადააჭარბებს.

ნორვეგიის მთავრობა მიზნად ისახავს ახალი ბენზინისა და დიზელის მანქანების გაყიდვების შეწყვეტას მომდევნო წლიდან.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @