ლონდონი “მწვანე მომავლისკენ” ახალ ნაბიჯებს დგამს

Sep 27, 2024

ლონდონი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ ელექტროტრანსპორტის გლობალური ლიდერი გახდეს. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი აქტიურად ახორციელებს ამბიციურ გეგმებს, რომლითაც ის გამონაბოლქვის შემცირებას, ნახშირბადის ემისიების დაკლებას და ტრანსპორტის სისტემის მოდერნიზაციას ისახავს მიზნად, სადაც ელექტრომობილები (EV) ცენტრალურ როლს ასრულებენ. 

ლონდონის ძალისხმევა ელექტროტრანსპორტის პოპულარიზაციისთვის განპირობებულია გარემოს დაცვის მზარდი საჭიროებებით. ქალაქში ჰაერის დაბინძურება დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს, რაც მოსახლეობაში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს და ცხოვრების ხარისხს ამცირებს. დიდი ბრიტანეთის უფრო ფართო მდგრადობის მიზნების ფარგლებში, ლონდონმა შემოიღო არაერთი ინიციატივა, რომელიც ელექტრომობილების გამოყენებას წაახალისებს და ქალაქს ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებას უადვილებს.

ლოდონი მოსახლეობას სთავაზობს “EV სუბსიდიებს” და საგადასახადო შეღავათებს, რაც ელექტროტრანსპორტზე გადასვლას უფრო მარტივს ხდის.

ლონდონის სატრანსპორტო სააგენტო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და ტაქსების ინტეგრაციაში. ლონდონის საკულტო წითელი ავტობუსების ნაწილი უკვე BYD-ის ფირმის ელექტროძრავიანი ავტობუსებით ჩანაცვლდა.

ქალაქის მთავრობამ EV დამტენი ქსელის კიდევ უფრო გაფართოების გეგმა წარადგინა, რაც მეტი დამტენი სადგურის შექმნას გულისხმობს ამ მიმართულებით ნაკლებად უზრუნველყოფილ უბნებში. საბოლოო მიზანია, რომ ელექტროტრანსპორტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისთვის.

ლონდონის გრძელვადიანი ხედვაა 2030 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევა, და ელექტროტრანსპორტი ამ გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.


Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @