
Aug 2, 2024
Uber-მა ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელ BYD-თან, რომელიც Tesla-ს კონკურენტია, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. Შეთანხმების მიხედვით, Uber-ის ავტოპარკს 100,000 ელექტრომობილი (EV) დაემატება.
თავდაპირველად, ავტოპარკი განახლდება ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, შემდეგ კი გაფართოვდება ახლო აღმოსავლეთში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.
Uber-მა და BYD-მა განაცხადეს, რომ სურთ Uber-ის მძღოლებისთვის ელექტრომობილების ფლობა გახადონ უფრო იაფი, რაც დაეხმარება მათ, რომ გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილებზე და მეტ მგზავრს გააცნონ EV-ის უპირატესობები. ასევე იგეგმება BYD-ის თვითმართვადი ტექნოლოგიის გამოყენება Uber-ის მანქანებში.
გასული წლის ბოლოს BYD-მა განაცხადა, რომ ევროპაში პირველ ქარხანს უნგრეთში ააშენებს, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია ასევე გეგმავს ქარხნის მშენებლობას მექსიკაში.
BYD, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებელია Tesla-ს შემდეგ.
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge