
Aug 5, 2024
იაპონური ავტომწარმოებლები Nissan-ი და Honda 2030 წელს ახალ ელექტომობილს (EV) გამოუშვებენ.
იაპონურმა ავტომწარმოებლებმა გამოაცხადეს ყოვლისმომცველი ალიანსი Tesla-სთან, ჩინურ ავტომწარმოებლებთან კონკურენციის მიზნით.
კომპანიებმა შეთანხმებას მიაღწიეს ელექტრომობილების პროგრამული უზრუნველყოფის ერთობლივად შემუშავებასა და ერთმანეთისთვის ბატარეების მიწოდებაზე. ორივე აღმასრულებელმა დირექტორმა ახსენა მომავალში კაპიტალური პარტნიორობის შესაძლებლობა.
"თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, ვერ დავეწევით ახალ მოთამაშეებს." - განაცხადა Honda-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტოშიჰირო მიბემ ტოკიოში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პარტნიორობაში ასევე ჩაერთვება Mitsubishi Motors, რაც შექმნის კოალიციას Toyota-სთან დასაპირისპირებლად, რომელსაც ალიანსები აქვს Mazda-სთან, Subaru-სთან და Suzuki-სთან. Honda-ს ცალკე ერთობლივი საწარმო აქვს Sony-სთან, რომელიც 2026 წლისთვის ჩრდილოეთ ამერიკაში მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს.
Nissan-ის გენერალურმა დირექტორმა მაკოტო უჩიდამ ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი Renault-სთან ევროპაში გაგრძელდება, ხოლო პარტნიორობა Honda-სთან სხვა რეგიონებზე იქნება ორიენტირებული.