აშშ-ის, ევროკავშირის და სხვა მსხვილი ბაზრების მიერ ჩინეთის წარმოების ელექტრომობილებზე ტარიფების ბოლოდროინდელმა ზრდამ აიძულა ჩინური კომპანია BYD-ი, გააფართოვოს წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ივლისში BYD-მა თანხმობა განაცხადა თურქეთში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხნის მშენებლობაზე, რომელიც წელიწადში 150,000-მდე ავტომობილს აწარმოებს და 2026 წლის ბოლომდე დაახლოებით 5,000 სამუშაო ადგილს შექმნის. გასულ თვეში BYD-მა ასევე გახსნა პირველი ქარხანა ტაილანდში, რომელიც წელიწადში 150,000 ავტომობილს აწარმოებს და 10,000 სამუშაო ადგილს შექმნის.
გასული წლის ბოლოს BYD-მა განაცხადა, რომ ევროპაში პირველ ქარხანს უნგრეთში ააშენებს, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია ასევე გეგმავს ქარხნის მშენებლობას მექსიკაში.
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართულ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge