მითია, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება

Oct 25, 2024

ელექტრომობილს „მომავლის მანქანა“ გამოგონებიდან მალევე უწოდეს შემდეგი მიზეზების გამო: ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს გამონაბოლქვი; შიგაწვის ძრავიან ავტომობილთან შედარებით, არ გააჩნია ძალიან ბევრი ისეთი ნაწილი, რომლებიც ხშირად ფუჭდება. მაგალითისთვის, ელექტრომობილს არ აქვს ძრავა, შესაბამისად, არ გააჩნია საწვავის მიწოდებისა და ძრავის გაგრილების სისტემა. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და გამაგრილებელი სითხე. გადაცემათა კოლოფის ნაცვლად აქვს „რედუქტორი“, რომელშიც სულ რამდენიმე კბილანაა. ეს ფაქტები კი ეწინააღმდეგება მითს, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება.

„თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია „ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა.

„ელექტრომობილს, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, ბევრად ნაკლები სწრაფად ცვეთადი ნაწილი აქვს. თუ შიგაწვისძრავიანი 70 000 დეტალისგან შედგება, ელექტრომობილის ნაწილების რაოდენობა 30 ათასს არ აღემატება. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შენახვა გაცილებით მარტივი და ეკონომიურიცაა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრომობილის ხუნდებიც კი უფრო ნაკლებად ცვდება. ის თავად ამუხრუჭებს, რათა მეტად დაიმუხტოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მუხრუჭს ნაკლები ძალა ადგება და ხუნდებიც არ ცვდება. არ ცვლი ზეთს, არ გჭირდება ძრავის მოვლა, რაც ფინანსურად მნიშვნელოვანი შეღავათია“, - აცხადებს „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი, ლევან თაღიაშვილი.

წყარო: bm.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @