
პარიზის ავტოშოუ 2024: EV-ების შეჯიბრი
Oct 22, 2024
2024 წლის პარიზის ავტოშოუ, ევროპაში უმსხვილესი საავტომობილო ღონისძიება 20 ოქტომბერს დასრულდა. 50-ზე მეტი გლობალური და ევროპული პრემიერით, წელს შოუ ფოკუსირებული იყო ელექტრომობილების (EV) რევოლუციაზე, რადგან წამყვანმა ავტომწარმოებლებმა თავიანთ უახლესი მოდელები წარადგინეს. ღონისძიების მთავარი აქცენტი ევროპული და ჩინური მწარმოებლების მზარდი კონკურენცია იყო, რომლებიც EV ბაზარზე დომინირებისთვის იბრძვიან.
ევროპელი ავტომწარმოებლები აძლიერებენ ძალისხმევას ჩინური ბრენდების მზარდი გავლენის დასაძლევად, რომლებიც შედიან ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომი და ტექნოლოგიურად განვითარებული მოდელებით.
ევროპელ ლიდერებს შორის არის Renault-ი, რომელიც გამორჩეულია თავისი რეტრო-შთაგონებული Renault 4 E-Tech-ით. Renault 4 E-Tech გვთავაზობს ორ ბატარეის ვარიანტს (40 ან 52 კვტს) და 150 ცხენის ძალის მქონე ძრავას, რაც მიზნად ისახავს ფართო აუდიტორიის მიზიდვას. Renault-მ ასევე წარადგინა Alpine A390 Beta კონცეპტი, ელექტრო ფასტბეკი, რომელიც კონკურენციას გაუწევს ისეთ ლუქს ბრენდებს, როგორიცაა Porsche Macan-ი და Tesla Model Y. გარდა ამისა, Renault გეგმავს სრულად ელექტრო Twingo E-Tech-ის გამოშვებას 2026 წელს. სხვა აღსანიშნავ კონცეპტებს შორის არის Embleme კროსოვერი, ასევე Estafette ელექტრო ფურგონი და რეტრო-შთაგონებული R17 კუპე.
Citroën-მა წარადგინა მეორე თაობის C5 Aircross-ი, რომელიც აეროდინამიკურ ეფექტურობაზეა ორიენტირებული. მოდელი გვთავასობს სხვადასხვა ტიპის მამოძრავებელ სისტემებს, მათ შორის სრულად ელექტრო, ჰიბრიდულ და შიდაწვის ძრავებს. Citroën-მა ასევე წარადგინა განახლებული ვერსიები C4-ისა და სრულად ელექტრო Ami-ს, ასევე ახალი C3 Aircross-ი, მცირე ზომის კროსოვერი Stellantis-ის Smart Car პლატფორმაზე, რომელიც უნიკალურ 7-ადგილიან ვარიანტს სთავაზობს თავის კლასში. ამავდროულად, Peugeot-მა, Stellantis-ის კიდევ ერთმა ბრენდმა, წარადგინა ელექტრო 408 კუპე-სტილის კროსოვერი.
Volkswagen-მა წარადგინა 7-ადგილიანი Tayron SUV-ი, რომელიც ჩაანაცვლებს Tiguan Allspace-ს ევროპაში. Tayron-ი ხაზს უსვამს Volkswagen-ის ერთგულებას ჰიბრიდების მიმართ, მოიცავს მრავალი ტიპის პლაგ-ინ ჰიბრიდულ და მსუბუქ ჰიბრიდულ ვარიანტებს და კონკურენციას გაუწევს ისეთ მოდელს, როგორიცაა Kia Sorento. მაღალი კლასის სეგმენტში, Audi-მ წარადგინა Q6 E-tron Sportback-ი, კუპე-სტილის ელექტრო სედანი, რომელიც ახლახანს გამოშვებულ Q6 E-tron კროსოვერს მოჰყვება. Audi-მ ასევე წარადგინა A6 E-tron ელექტრო სედანი და ახალი თაობის Q5 ზომის კროსოვერი.