
GM-ი EV ბატარეების წარმოების გასაძლიერებლად $625 მილიონს აბანდებს
Oct 23, 2024
General Motors-ი ლითიუმის მოპოვების პროექტში, EV-ების ბატარეების წარმოების გასაძლიერებლად აშშ-ში $625 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს. ავტომწარმოებელმა სამთო კომპანიასთან, Lithium Americas-თან პარტნიორობა უვე გამოაცხადა, რათა განავითარონ Thacker Pass-ის ობიექტი ნევადის შტატში.
ინვესტიცია სტრუქტურირებულია, როგორც $430 მილიონის პირდაპირი გადახდა GM-ისგან და დამატებითი $195 მილიონის საკრედიტო ხაზი ობიექტის მშენებლობის დასაფინანსებლად. საკრედიტო კომპონენტის ჩართვა უზრუნველყოფს ენერგეტიკის დეპარტამენტის $2.3 მილიარდიანი სესხის მიღებას პროექტის მხარდაჭერისთვის.
„EV-ის ძირითადი ნედლეულის, როგორიცაა ლითიუმი, აშშ-ში მომწოდებლებისგან მიღება დაგვეხმარება ბატარეის უჯრედების ხარჯების მართვაში და სამუშაო ადგილების შექმნაში“, - განაცხადა GM-ის გლობალური შესყიდვებისა და მიწოდების ჯაჭვის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეფ მორისონმა.
„GM-ის ინვესტიცია აჩვენებს მათ უწყვეტ მხარდაჭერას და გვეხმარება $2.3 მილიარდიანი ენერგეტიკის დეპარტამენტის სესხის უზრუნველყოფაში”, - აღნიშნა Lithium Americas-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯონათან ევანსმა.
ეს არ არის GM-ის პირველი ინვესტიცია Lithium Americas-ში.