
მექსიკა საკუთარ ბიუჯეტურ EV-ს აწარმოებს
Oct 22, 2024
გასულ კვირას, მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა გაამჟღავნა მეტი დეტალი თავისი ინიციატივის შესახებ, რომელიც მოიცავს სრულად მექსიკაში შემუშავებული და აწყობილი ელექტროავტომობილის (EV) წარმოებას. ახალი ელექტრომობილის სახელწოდება "ოლინია" იქნება.
„მექსიკელებს აქვთ კრეატიულობა, მონდომება და საკმარისი შესაძლებლობები. ამიტომ, ჩვენ ვაწარმოებთ “ოლინიას”, 100%-ით ელექტრო, ხელმისაწვდომ მანქანას, რომელიც ახალგაზრდების მიერ არის შემუშავებული და ჩვენს ქვეყანაში აწყობილი,“ - აღნიშნა შეინბაუმმა.
15 ოქტომბრის პრესკონფერენციაზე შეინბაუმმა “ოლინიას” წარმოების შესაძლო ლოკაციად სონორა დაასახელა. დაბალი ელექტროენერგიის ფასები და მზარდი სუფთა ენერგიის სექტორი სონორას მიმზიდველ ვარიანტად აქცევს.
“ოლინიას” პროექტით, მექსიკას სურს თავი დაიმკვიდროს მზარდ გლობალურ EV ბაზარზე და თავის მოქალაქეებს ადგილობრივად წარმოებული და ხელმისაწვდომი ვარიანტი შესთავაზოს.