
Lucid-ი აქციების გაყიდვით $1.67 მლრდ-ის მოზიდვას გეგმავს
Oct 22, 2024
ელექტრო ლუქს სედანის მწარმოებელმა Lucid Group-მა, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, განაცხადა, რომ აპირებს დაახლოებით $1.67 მილიარდის მოზიდვას 637 მილიონი აქციის კომბინირებული საჯარო შეთავაზებისა და კერძო განთავსებით.
გადაწყვეტილება Lucid-მა მას შემდეგ მიიღო, რაც მისი აქციების ფასი 16.5%-ით დაეცა. ეს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2 ივლისის შემდეგ. კომპანია ელოდება საოპერაციო დანაკარგს $765 მილიონიდან $790 მილიონამდე.
ფინანსების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, Lucid-ი 262 მილიონზე მეტი აქციის საჯაროდ შეთავაზებას გეგმავს, პარალელურად კერძო განთავსებისთვის ხელშეკრულებას გააფორმებს Ayar Third Investment-თან, რომელიც საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის (PIF) და Lucid-ის უმსხვილესი აქციონერის შვილობილია, რათა გაყიდოს დაახლოებით 375 მილიონი აქცია.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კაპიტალის ინვესტიცია ხელს შეუწყობს ლიკვიდურობის გაზრდას, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამას გაფრთხილებად მიიჩნევს.
Lucid-ი გეგმავს, რომ საჯარო შეთავაზებიდან და კერძო განთავსებიდან მიღებული თანხები გამოიყენოს ზოგადი კორპორატიული მიზნებისთვის, კაპიტალური ხარჯებისთვის და სამუშაო კაპიტალის უზრუნველსაყოფად მიმდინარე ოპერაციების მხარდასაჭერად.