
Sep 19, 2024
პანასონიკ ენერჯიმ, რომელიც ტესლას ძირითადი მომწოდებელია, დაასრულა მზადება მაღალი სიმძლავრის ელექტრომობილების ბატარეების მასობრივი წარმოებისთვის. როგორც კომპანიამ განაცხადა, პანასონიკი გეგმავს, რომ ბატარეების მიწოდება ავტომწარმოებლებისთვის უახლოეს მომავალში დაიწყოს.
იაპონიაში კომპანიის განახლებული ქარხანა გახდება ახალი 4680 ბატარეის უჯრედების ძირითადი წარმოების ადგილი, რომლებიც ხუთჯერ დიდ სიმძლავრეს ფლობენ მცირე 2170 ცილინდრულ ბატარეებთან შედარებით.
აღნიშნული ბატარეები ავტომწარმოებლებს საშუალებას მისცემს გაზარდონ მგზავრობის მანძილი.
პანასონიკი გაფართოებას გეგმავს აშშ-შიც და მომავალი წლისთვის ააშენებს მეორე ამერიკულ ქარხანას კანზასში.
აქვე, გიზიარებთ მსოფლიოს ტოპ 5 ბარატეების მწარმოებელ კომპანიას:
Contemporary Amperex Technology Co. Limited (CATL) - CATL არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელი, რომელიც ლიდერობს ბაზარზე მოწინავე ლითიუმ-იონური ბატარეებით. კომპანია ამარაგებს ისეთ წამყვან ავტომწარმოებლებს, როგორიცაა Tesla და Volkswagen-ი
LG Energy Solution (LGES) - სამხრეთ კორეული კომპანია LGES მეორე ადგილზეა ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებლებს შორის. იგი ფართოდ არის წარმოდგენილი გლობალურ წარმოებაში და თანამშრომლობს სხვადასხვა ავტომწარმოებელთან.
Panasonic - Panasonic, რომელიც ცნობილია თავისი გრძელვადიანი პარტნიორობით Tesla-სთან, მესამე ადგილზეა ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებლებს შორის.
BYD - BYD, ჩინეთის კიდევ ერთი მწარმოებელი, მეოთხე ადგილზეა და სწრაფად იზრდება EV ბატარეების ბაზარზე. კომპანია ცნობილია ინოვაციური ბატარეის ტექნოლოგიებით, მათ შორის Blade ბატარეით, რომელიც იყენებს LFP ქიმიას უსაფრთხოებისა და ხარჯების ოპტიმიზაციისთვის
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge