იაპონიის სუბრიდირების პაკეტი მიზნად ისახავს ელექტრომობილების (EV) ბატარეების წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებას და მხარს უჭერს Toyota-ს, Nissan-ს და Panasonic-ს წამყვან პროექტებში. აღნიშნული ინვესტიცია გააძლიერებს იაპონიის ბატარეების მიწოდების ქსელს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას გლობალური ელექტრიფიკაციის გაძლიერების პარალელურად.
იაპონიის მთავრობა დააფინანსებს 12 პროექტს, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის შენახვის ბატარეებთან, ნაწილებთან, მასალებთან და საწარმოო მოწყობილობებთან. ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა კენ საიტომ გააკეთა. მისივე თქმით, იაპონიის მიზანია ქვეყნის წლიური ბატარეების წარმოების სიმძლავრის 50%-ით გაზრდა, 80 გიგავატ-საათიდან (GWh) 120 GWh-მდე, რაც გააძლიერებს იაპონიის როლს ელექტრომობილების სექტორში.
იაპონიის მთავრობა ნელ-ნელა ზრდის ბატარეების წარმოების მხარდაჭერას და მომავალშიც აღნიშნული ტემპით სხვლას აპირებს.