Volvo ელექტრო სატვირთოებს 2025 წელს გამოუშვებს

Sep 20, 2024

Volvo ელექტრო სატვირთო FH Electric-ის გაუმჯობესებულ მოდელზე მუშაობს. როგორც კომპანიამ 3 სექტემბერს განაცხადა, გაუმჯობესებული მოდელი ერთი დამუხტვით 600 კმ-ს გაივლის. 

მათივე ცნობით, ახალი სატვირთო ბაზარზე 2025 წლის მე-2 ნახევარში გამოჩნდება და იმ მომხმარებელზე იქნება მორგებული, ვისაც უფრო გრძელი მარშრუტის გავლა უწევთ. ავტომწარმოებელმა ამას სატვირთოს პროგრამული გაუმჯობესებითა და ბატარეის ოპტიმიზაციით მიაღწია.

Volvo Trucks ახალ მოდელში ელექტრონული ღერძის ტექნოლოგიას დანერგავს, რომელიც ბატარეის მოცულობის გასაზრდელად ძრავას, გადაცემათა კოლოფსა და ღერძს ერთ ერთეულში გააერთიანებს.

წყარო: bm.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @