
Sep 18, 2024
Solar Auto-მ ბათუმში BYD-ის ახალი მოდელები წარადგინა. ელექტრომობილებთან ერთად კომპანია მომხმარებლებს BYD-ის ახალი თაობის ჰიბრიდების დატენვად ავტომობილებსაც შესთავაზებს.
Solar Auto პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში BYD-ის დატენვადი ჰიბრიდების მოდელების ხაზი პირდაპირ მსოფლიო პრემიერის შემდეგ შემოიტანა. DM-i 5.0 პლათფორმა - ასე ეწოდება უახლეს ტექნოლოგიას, რომელიც საწვავის მოხმარების ძალიან დაბალ მაჩვენებელს ნიშნავს. ავტომობილს 100 კმ-ის დასაფარად მხოლოდ 2.9 ლიტრამდე საწვავის მოხმარება სჭირდება.
BYD Seal 06 და BYD Qin L - დახვეწილი ექსტერიერის მქონე სედანებს სრული 65 ლიტრიანი ავზით 2100კმ-ზე მეტის გავლა შეუძლიათ.
“Solar Auto-ში წარმოდგენილია სხვადასხვა ზომის და ფასის ელექტრომობილები. ახლა უკვე დაგვემატა ჰიბრიდული მანქანები. ჩვენთან ელექტრომობილების ღირებულება იწყება $13500-დან ექვივალენტი ლარში. ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც სურს, შეარჩიოს სხვადასხვა კატეგორიის მანქანა, შეუძლია გვეწვიოს შოურუმში”, - განაცხადა Solar Auto-ს დამფუძნებელმა ტატო მიროტაძემ.
BYD-ის ახალი მოდელები ნებისმიერი გემოვნების ადამიანს ერგება. დახვეწილი მონაცემები მომხმარებლის არჩევანს კიდევ უფრო ამარტივებს. ავტომოყვარულებს არ გამორჩებათ BYD-ის ახალი მოდელების გაუმჯობესებული შიდაწვის ძრავის თერმული ეფექტურობა. მომხმარებელმა ავტომობილის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოს ისიც, რომ ერთიან სისტემაში ინტეგრირებულია როგორც შიდა წვის და ელექტრო ძრავი, ასევე ინვენტორი და ამძრავი.



