იმპორტული EV-ები დღგ-სგან აზერბაიჯანში კიდევ 2 წლით გათავისუფლდება

Oct 17, 2024

აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ელექტრომობილების და დასამუხტი ინფრასტრუქტურის იმპორტზე არსებული საგადასახადო შეღავათები, შესაძლოა, კიდევ ორი წლით გახანგრძლივდეს. აღნიშნუკ ინფორმაციას BMG აზერბაიჯანის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს და აქვე აღნიშნავს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა.

არსებული კანონმდებლობით, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს, იმპორტული ელექტრომობილები და მეორე და მესამე დონის დასამუხტი ინფრასტრუქტურა გათავისუფლებულია 18%-იანი დღგ-სგან. რეგულაციას 2025 წლის 1 იანვრამდე უნდა ემოქმედა, მაგრამ ის კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება.

აზერბაიჯანი, რომელიც ბუნებრივი წიაღისეულის დიდი ექსპორტიორია, ეკონომიკის და ენერგეტიკის დივერსიფიცირების სტრატეგიას მიჰყვება და ქვეყნის ელექტრიფიცირება, ამ ხედვის ერთ-ერთი ნაწილია. საგადასახადო შეღავათების დაწესებით, ხელისუფლებას ელექტრომობილების იმპორტის გაზრდა სურს.

წყარო: bm.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @