რატომ უნდა გააკეთო არჩევანი ელექტრომობილზე

Oct 17, 2024

ელექტრომობილები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენენ მსოფლიოს მასშტაბით. გიზიარებთ რამდენიმე მთავარ მიზეზს, თუ რატომ გახდა ელექტრომობილები მსოფლიო მასშტაბით ასეთი პოპულარული და თუ მის შეძენას განიხილავთ, გადაწყვეტილების მიღება ბევრად გაგიმარტივდებათ:

  1. შემცირებული საოპერაციო ხარჯები: ელექტრომობილები საჭიროებს ნაკლებ მოვლას, ვიდრე ტრადიციული შიდა წვის ძრავის მანქანები, რაც ამცირებს მომსახურებისა და შეკეთების ხარჯებს.

  1. საწვავის დაზოგვა: ელექტრომობილის მართვა გაცილებით იაფია, ვიდრე ნებისმიერი ტიპის ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილის მართვა, რაც იწვევს საწვავის ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას.

  1. გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხი: ელექტრომობილები არ აბინძურებენ ჰაერს.

  1. შემცირებული ხმაური: ელექტრომობილები გაცილებით ჩუმი ტრანსპორტია, რაც ამცირებს ხმაურის ზოგად დონეს ქალაქში.

  1. უპირატესობა საცობში: ელექტრომობილების ყოლა განსაკუთრებით მომგებიანია ურბანულ გარემოში, სადაც მანქანები მოძრაობენ დაბალი საშუალო სიჩქარით და ხშირად ჩერდებიან. ელექტრომობილი თითქმის არ მოიხმარს ბატარეის ენერგიას ზემოთ აღწერილი მუშაობის რეჟიმში.

რატომ უნდა შეიძინოთ ელექტრომობილი?

საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომია, როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილები, რაც მათ ფართო სეგმენტისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ექსპლუატაციისა და ტექნიკური თვალსაზრისით დადებითი თვისებების გარდა, აღნიშნული ავტომობილების პოპულარობას იწვევს: დაბალი საოპერაციო და ტექნიკური ხარჯები, საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლება, საქართველოს მასშტაბით უფასო პარკირება, დამტენი სარდგურების განვითარებადი ქსელი და სხვ. 

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @