BYD-ი გერმანულ დისტრიბუტორ Hedin Electric-ის შეისყიდის

Sep 10, 2024

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი BYD-ი ავტომობილების გერმანული დისტრიბუტორის Hedin Electric Mobility-ის შესყიდვას გეგმავს. Ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა 30 აგვისტოს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაავრცელეს. Როგორც ირკვევა, BYD-ი ევროპაში ელექტრომობილების წამყვანი საწარმოს სახელით დამკვიდრებას გეგმავს.

BYD თავად იქნება პასუხისმგებელი გერმანიაში მათი მარკის ელექტრომობილების გაყიდვებთან დაკავშირებული მარკეტინგული თუ ფინანსური აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე, შტუტგარტსა და ფრანკფურტში მათი მაღაზიების მენეჯმენტშიც.

Როგორც BYD-ის წარმომადგენლები აცხადებენ, შეთანხმება საბოლოოდ წლის მეოთხე კვარტალში გაფორმდება.

BYD-ი მსოფლიოში წარმომადგენლობას აქტიურად ზრდის და საწარმოების გასახსნელად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც ემზადება.

კომპანია წლიურ ჭრილში გაყიდვების 20%-იან ზრდას ელოდება, რისთვისაც ყველაზე გაყიდვად მოდელებზე მომხმარებელს მსხვილ ფასდაკლებასაც სთავაზობს.

Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @