BMW-მ ელექტრომობილების გაყიდვებით ევროპაში Tesla-ს გადაასწრო

Sep 10, 2024

ივლისის თვეში, ევროპაში, ელექტრომობილების გაყიდვებით გერმანულმა მწარმოებემლა BMW-მ Tesla-ს გადაასწრო. ინფორმაციას Jato Dynamics-ი ავრცელებს. 

Მათივე მონაცემებით, ევროპის მასშტაბით ივლისში BMW-მ 14 869 ელექტრომობილი გაყიდა. ეს კი 35%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავე პერიოდში, Tesla-ს გაყიდვები 16%-ით შემცირდა და 14 561 ერთეული ელექტრომობილი შეადგინა.

გაყიდვების მონაცემებით, მესამე ადგილზეა Volkswagen-ი, რომელმაც ივლისში 12 213 ელექტრომობილი გაყიდა. 

Რაც შეეხება გაყიდვების სტატისტიკას წლიურ ჭრილში, პირველ ადგილს Tesla იკავებს 178 700 გაყიდული ელექტრომობილით. Მეორე ადგილზეა BMW, 97 525 გაყიდული ელექტრომობილით. მესამე ადგილს კი Volkswagen-ი იკავებს, 88 445 გაყიდული ელექტრომობილით.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @