საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა

Sep 9, 2024

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 1,860 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია. იმპორტის მთლიანმა ღირებულებამ 37 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ფასი წელს 20 ათას დოლარს შეადგენდა. 

სტატისტიკის თანახმად ,საქართველოში ელექტრომობილები წელს შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • აშშ - 872 ავტომობილი, 15 მილიონი დოლარი;

  • ჩინეთი - 448 ავტომობილი, 12 მილიონი დოლარი;

  • გერმანია - 67 ავტომობილი, 4 მილიონი დოლარი;

  • იაპონია - 371 ავტომობილი, 2.4 მილიონი დოლარი;

  • ბელგია - 26 ავტომობილი, 1.1 მილიონი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ იაპონიიდან და აშშ-დან იმპორტში მეორადი ავტომობილები ჭარბობს. ხოლო გერმანიიდან და ჩინეთიდან უმეტესად ახალი ავტომობილები შემოვიდა.

წყარო: bm.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @