რომელმა ბრენდმა მოიგო ბრძოლა ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარზე?

Apr 4, 2025

ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარი 2024 წელს შთამბეჭდავად გაიზარდა – EV გაყიდვებმა თითქმის 40%-ით მოიმატა და რეკორდულ 11.2 მილიონ ერთეულს მიაღწია. 

BEV-ები თუ PHEV-ები? ტრენდი იცვლება

მიუხედავად იმისა, რომ ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებმა (BEV) კვლავ ლიდერობა შეინარჩუნეს, მათი წილი დაეცა – 2023 წელს 66.7% იყო, 2024-ში კი 56.6%. სამაგიეროდ, დატენვადი ჰიბრიდების (PHEV) წილმა 33.3%-დან 43.4%-მდე მოიმატა. ეს ცვლილება მიუთითებს, რომ მომხმარებლები აქტიურად გადადიან შუალედურ ტექნოლოგიაზე.

BYD – უდავო ლიდერი

BYD-მა ჩინეთის ბაზარზე 3.52 მილიონი ელექტრომობილი გაყიდა, რაც 28.2%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. თუმცა ბაზრის წილი ოდნავ შემცირდა – 31.4% (2023 წელს 33.9% იყო). კომპანია ლიდერობს როგორც BEV, ისე PHEV-კატეგორიებში.

2-ე ადგილი დაიკავა Wuling-მა, რომელიც 673,000 ერთეულს აჭარბებს და ბაზრის 6%-ს ფლობს. 3-ე ადგილზეა Tesla, 659,000 გაყიდვით და 5.9%-იანი წილით.

დანარჩენი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • Li Auto – 501,000 ერთეული

  • Geely (Galaxy-სთან ერთად) – 458,000 ერთეული

  • Aito – 387,000 ერთეული 

  • Aion – 367,000 ერთხეული

  • Leapmotor – 286,000 ერთეული

  • Chery – 284,000 ერთეული

  • Changan – 227,000 ერთეული

BYD კვლავ ფავორიტია

გასული წლის დეკემბერში BYD-მა 376,000-ზე მეტი ავტომობილი დაარეგისტრირა, თუმცა ბაზრის წილი 28.3%-მდე დაეცა კონკურენციის გაძლიერების გამო.

Wuling-მაც შესანიშნავად იასპარეზა და 96,000 ერთეული გაყიდა, რამაც Tesla-ს გადაასწრო და დეკემბრის მეორე ადგილი დაიკავა. Tesla-მ 84,000 მანქანა გაყიდა და 6.2%-იანი წილი მიიღო.

დასკვნა: როგორი იქნება 2025 წელი

  • ბაზრის დინამიკა ცვალებადია — თუ 2023 წელი იყო BEV-ების წელიწადი იყო, 2024-ში PHEV-ები წამოიწია წინ.

  • BYD კვლავ ლიდერია, თუმცა კონკურენცია სულ უფრო მძლავრდება.

  • Tesla-სთვის, Aion-ისთვის და სხვა უცხოური თუ ადგილობრივი ბრენდებისთვის 2025 წელი იქნება გადამწყვეტი.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @