9,200 მანქანა ერთ გემზე? ნახე, როგორ გეგმავს BYD წელიწადში მილიონი მანქანის გადაზიდვას

Apr 7, 2025

BYD აგრძელებს მზარდ ტემპში განვითარებას. კომპანიის მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 2025 წლის პირველ კვარტალში 58%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტრო სატვირთოების გაყიდვები – შთამბეჭდავი 1169%-ით. რაც შეეხება სრულად ელექტრო მოდელებს, BYD-მა უკვე ჩამოიტოვა Tesla და გადაიქცა ელექტრომობილების გლობალურ ლიდერად.

ამ ყველაფერთან ერთად, კომპანია აგრძელებს საკუთარი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას – 2013 წელს BYD-მა დაიწყო საკუთარი გემების მშენებლობა, რათა მასშტაბური ტრანსპორტირება უფრო მარტივად და დაბალ ფასად განეხორციელებინა.

2025 წლის 2 აპრილს, BYD-მა ოფიციალურად გაუშვა თავისი მეექვსე ავტომობილმზიდი გემი, სახელწოდებით „Xi’an“, რაც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი საწარმოო ჰაბის სახელია. სწორედ ამ პრინციპით ეწოდა წინა გემებსაც. ცნობისთვის, „სიანის“ ქარხანა წელიწადში დაახლოებით 1 მილიონ ავტომობილს აწარმოებს.

ყველაზე დიდი ავტომობილმზიდი გემი – მზად არის

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ BYD-ის ისტორიაში ყველაზე დიდი გემი – „Shenzhen“ – მალე ჩაეშვება პირველ საზღვაო რეისში. გემის სიგრძე 219.9 მეტრია და მას 9,200 ავტომობილის გადაზიდვა შეუძლია.

აღნიშნული გემი აღჭურვილია ინოვაციური ტექნოლოგიებით, მათ შორის თხევად ბუნებრივ გაზზე (LNG) მომუშავე ორმაგი ენერგოსისტემით, კომპანიის მიერ შემუშავებული ბატარეის ბლოკებითა და ღერძზე დამონტაჟებული გენერატორით. ეს გემი ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა RoRo ტიპის ხომალდად.

გეგმა 2026 წლისთვის

BYD-ის მიზანია 2026 წლისთვის ფლორაში 8 ავტომობილმზიდი გემი ჰყავდეს, რაც კომპანიას წელიწადში დაახლოებით 1 მილიონი ავტომობილის გადაზიდვის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე მოქმედებს შემდეგი ექვსი გემი:

  • BYD Explorer No.1

  • BYD Changzhou

  • BYD Hefei

  • BYD Changsha

  • BYD Shenzhen

  • BYD Xi’an

ტრანსპორტირების ბაზრები და სტრატეგია

ამ ეტაპზე, BYD-ის გემებს ძირითადად ევროპაში გადააქვთ ავტომობილები. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ისინი მალე უფრო აქტიურად მოემსახურებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებსაც.

აღსანიშნავია, რომ ტაილანდსა და მალაიზიაში BYD-ს უკვე მნიშვნელოვანი პოზიციები აქვს დაკავებული. 2024 წელს, ტაილანდში კომპანიის წილი ახალი ენერგიის მანქანების ბაზარზე 30%-ს გადააჭარბა, ხოლო მალაიზიაში ATTO 3 მოდელის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 150%-ზე მეტით გაიზარდა.

ეფექტიანობა, ხარჯების შემცირება და ინოვაცია

BYD მყარად ადგას განვითარების გზას, რომლის ძირითადი პრინციპებია ეფექტიანობა, ხარჯების ოპტიმიზაცია და უწყვეტი ინოვაცია. როგორც ჩანს, კომპანიის მასშტაბური სტრატეგია და ტექნოლოგიური წინსვლა ქმნის ბაზარზე უპირატესობას, რომლის დაბალანსება კონკურენტებისთვის რთულ ამოცანად რჩება.

ამჟამად, BYD არა მხოლოდ ავტომობილების წარმოებაშია მოწინავე, არამედ ქმნის დამოუკიდებელ და მძლავრ ლოგისტიკურ ეკოსისტემას, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს მის პოზიციას გლობალურ ბაზარზე.

Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @