VW-ი და Rivian-ი იწყებენ $5.8 მილიარდიან პარტნიორობას

Nov 14, 2024

Volkswagen Group-მა (VW) გამოაცხადა $5.8 მილიარდიანი ერთობლივი პროექტი Rivian-თან. აღნიშნუკი პარტნიორობა ნიშნავს VW-ის თავდაპირველი $5 მილიარდიანი ინვესტიციის ზრდას.

განცხადების შემდეგ, Rivian-ის აქციების ფასი 9%-ზე მეტით გაიზარდა. აღნიშნული თანამშრომლობა ხდება ელექტრომობილების გაყიდვების ტემპის შენელებისა და ჩინელი კონკურენტების გაძლიერების ფონზე, რაც ორივე კომპანიას ახალ გამოწვევებს უქმნის.

პარტნიორობა Rivian-ს მნიშვნელოვან დაფინანსებას სთავაზობს, რაც მას დაეხმარება ახალი, უფრო კომპაქტური და ხელმისაწვდომი SUV მოდელის, R2-ის გამოშვებაში მომავალ წელს. VW-ი თავის მხრივ Rivian-ის თანამედროვე ელექტრომობილების ტექნოლოგიას საკუთარ მოდელებში გამოიყენებს, რომელთა პირველი ვერსიები ბაზარზე 2027 წელს იქნება ხელმისაწვდომი.

VW-ი და Rivian-ი გააერთიანებენ საკუთარ გამოცდილებას, რათა შეამცირონ განვითარების ხარჯები და დააჩქარონ ახალი ტექნოლოგიების მასშტაბირება. თავდაპირველად, დეველოპერები და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები კალიფორნიაში ერთად იმუშავებენ, ხოლო დამატებითი ობიექტები განთავსდება ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @