
„ჩვენი პრიორიტეტი მომხმარებლის საჭიროებაა“ – ინტერვიუ მარტEV-ის დირექტორ გიგი ხოჯევანიშვილთან
Mar 28, 2025
საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა სტაბილურად იზრდება, თუმცა ამ ტენდენციის მდგრადობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამტენების ხელმისაწვდომ და მძლავრ ინფრასტრუქტურას.
მარტEV ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელმაც პირველმა დაინახა ამ სფეროს პოტენციალი და 2019 წლიდან მოყოლებული, აქტიურად მუშაობს საქართველოში EV ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
მათი ხედვა მარტივია — მომხმარებელზე მორგებული, ხარისხიანი და ტექნოლოგიურად წინგადადგმული სერვისის შექმნა. სწორედ ამ საკითზე ვესაუბრეთ მარტEV-ის დირექტორ გიგი ხოჯევანიშვილს, რომელიც გვიზიარებს კომპანიის ისტორიას, მიმდინარე გეგმებსა და მონაწილეობას EV Exposition 2025-ში:
მარტEV ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელმაც ელექტრომობილების დამტენების მიმართულებით დაიწყო აქტიური საქმიანობა.
ბოლო პერიოდში მარტEV კიდევ უფრო გააქტიურდა და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც AC ტიპის, ასევე ჩქარ, სწრაფ და სუპერსწრაფ დამტენებს.
რა არის კომპანიის მთავარი მიღწევები ამ ეტაპზე?
ჩვენმა კომპანიამ ბოლო პერიოდში მოიგო აუქციონი და 2025 წლის ბოლომდე თბილისში დავამონტაჟებთ 132 სწრაფ და სუპერსწრაფ დამტენს.
ასევე მომხმარებლებს ვთავაზობთ სპეციალურ აპლიკაციას, რომელიც მათ უადვილებს დამტენების პოვნას, გამოყენებას და ოპერირებას.
რა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი კომპანიის წარმატება ამ სფეროში?
დამტენების მიმართულებით, მარტEV იყო პირველი მოთამაშე ქართულ ბაზარზე, რომელმაც აქტიურად დაიწყო ეკომეგობრული გადაადგილების პოპულარიზაცია. თავიდანვე მხარს ვუჭერდით ამ ინიციატივას და დღესაც ვრჩებით ერთ-ერთ მსხვილ კომპანიად, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურაზე მუშაობს.
ჩვენი მთავარი უპირატესობაა ის, რომ გაგვაჩნია საკუთარი აპლიკაცია და ვთავაზობთ მრავალფეროვან სერვისს მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებულად — იქნება ეს ნელი, ჩქარი, თუ სუპერსწრაფი დამტენი.
როგორია კომპანიის სამომავლო ხედვა?
ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ფოკუსი თბილისზეა მიმართული, თუმცა უახლოეს მომავალში გეგმაში გვაქვს რეგიონებში, მათ შორის დიდ ქალაქებში ქსელის გაფართოებას.
რას ნიშნავს თქვენთვის EV Exposition და აპირებთ თუ არა მონაწილეობას?
დიახ, 5 აპრილს გამოფენაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენ პირველივე დღიდან ვუწევთ პოპულარიზაციას ეკოგადაადგილების განვითარებას საქართველოში და ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ მიმართულების გაძლიერებას ემსახურება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
მარტEV ყოველთვის მხარს დაუჭერს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებას და მომავალშიც აქტიურად ვიქნებით ჩართულები მსგავს პროცესებში.
R