„ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს ელექტრომობილის მომავალს“- ინტერვიუ Ecocars-ის აღმასრულებელ დირექტორ ეთერ შალამბერიძესთან

„ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს ელექტრომობილის მომავალს“- ინტერვიუ Ecocars-ის აღმასრულებელ დირექტორ ეთერ შალამბერიძესთან

„ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს ელექტრომობილის მომავალს“- ინტერვიუ Ecocars-ის აღმასრულებელ დირექტორ ეთერ შალამბერიძესთან

Mar 28, 2025

საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობა მატულობს, თუმცა მათი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა დამტენი სადგურების ქსელის განვითარებას აქვს. კომპანია Ecocars სწორედ ამ მიმართულებაზე მუშაობს — ქმნის, ავითარებს და ყოველდღიურად აფართოებს ელექტრომობილების დასამუხტ ინფრასტრუქტურას. თემაზე Ecocars-ის აღმასრულებელ დირექტორს ეთერ შალამბერიძეს ვესაუბრეთ: 

  • ჩვენი კომპანია აწარმოებს ელექტრომობილების დასამუხტ სადგურებს - ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ამ ინდუსტრიაში. სწრაფი და მარტივად ხელმისაწვდომი დამუხტვის სისტემა აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების რიცხვი გაიზარდოს და მძღოლებმა შეძლონ თავისუფლად გადაადგილება.

ჩვენ ვავითარებთ დამტენების ქსელს და პერიოდულად ვამატებთ ახალ წერტილებს სხვადასხვა ქალაქში – მიზანი არის, რომ დამტენები გახდეს ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის.

მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც AC ტიპის დამტენებს, ასევე DC სწრაფ და სუპერსწრაფ დამტენებს.

რითია გამორჩეული Ecocars-ის პროდუქტი ბაზარზე?

  • შეიძლება ცოტა თამამად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ქართულ ბაზარზე დანერგა GB/T - ჩინური სტანდარტი, რომელიც მანამდე არ არსებობდა.

ეს სტანდარტი საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა დამუხტვა მარტივად განახორციელოს მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ახლა უკვე ვმუშაობთ ამერიკულ სტანდარტზეც, რაც კიდევ უფრო მეტ მანქანას აქცევს ჩვენს ქსელში თავსებადად.

ბოლო დროს გაიზარდა როგორც კომპანიების რაოდენობა, ასევე დამონტაჟებული დამტენების რაოდენობაც, რაც მხოლოდ გვახარებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანსაღ კონკურენციას, რადგან ერთ კომპანიას არ შეუძლია ყველა მომხმარებლის მომსახურება -  საჭიროა საერთო ძალისხმევა.

როგორ აფასებთ EV Exposition-ის როლს და რატომ გადაწყვიტეთ მონაწილეობა?

  • ელექტრომობილის წარმატების მთავარი ელემენტი დამტენია - სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მონაწილეობა EV Exposition-ში, რომ მომხმარებლებს უფრო დეტალურად გავაცნოთ ჩვენი პროდუქცია და მისი მნიშვნელობა.

ჩვენ ნამდვილად ვართ ელექტრომობილების განვითარების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი - დამტენის გარეშე ეს სფერო ვერ განვითარდება.

ჩვენი მიზანია, რომ დამტენების სადგურები მაქსიმალურად გაფართოვდეს სხვადასხვა რეგიონში - ისე, რომ ოჯახებმა თავისუფლად შეძლონ ელექტრომობილით წასვლა, იქნება ეს ზღვისკენ, მთისკენ, თუ ქვეყნის შიგნით მოგზაურობა.

ამჟამად სომხეთში, აზერბაიჯანში და სხვა მეზობელ ქვეყნებში 4-ჯერ მეტი სადგურია, ვიდრე საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ ეს ჩამორჩენაც დავწიოთ და დავფაროთ ლოჯისტიკური ბარიერები, რაც ხელს უშლის ბევრ ადამიანს ელექტრომობილზე გადასვლაში.

R

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @