„ჯადოსნური რიცხვები“ - რა იმალება Solar Auto-ს ახალი კამპანიის უკან?

Mar 31, 2025

Solar Auto 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს BYD-ის (Build Your Dreams) ბრენდს – ჩინეთის ნომერ პირველ და დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბის გიგანტ ავტომწარმოებელს. გამორჩეული ვიზუალის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის სრულად ელექტრო და დატენვად ჰიბრიდულ მანქანებს უკვე შეამჩნევდით ქუჩებში.

კომპანიამ გზა სტარტაპის სახით დაიწყო და მალევე შეძლო საქართველოში სრულად ელექტრო და დატენვადი ჰიბრიდული ავტომობილების ფართოდ პოპულარიზაცია.

საგულისხმოა, რომ BYD თავად აწარმოებს თავის ბატარეებს – უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური სტანდარტებით – და ვერტიკალური წარმოების მოდელის მეშვეობით ხარისხსა და ფასზე მუდმივი კონტროლი აქვს.

სერვისი? სრულყოფილი

Solar Auto მომხმარებელს სთავაზობს სრულ საგარანტიო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და პროფესიონალურ სერვისს.

Solar Station – ენერგიის მომავალი უკვე აქ არის

Solar Auto-ს უახლესი პროექტია Solar Station – სწრაფი დამტენების ქსელი, რომელიც 2024 წლიდან აქტიურად ყალიბდება მთელი საქართველოს მასშტაბით პარტნიორებთან თანამშრომლობით.

Solar Station-ის მობილური აპლიკაცია უერთდება სწრაფი დამტენების ინფრასტრუქტურას, რაც ელექტრომობილის ფლობას უფრო მარტივს, კომფორტულს და ხელმისაწვდომს ხდის. App Store; Google Play

Solar Auto-ს ახალი კამპანია Magic Numbers – ჯადოსნური რიცხვები

სოციალურ მედიაში გამოჩენილმა კამპანიამ Magic Numbers – ჯადოსნური რიცხვები არაერთი კითხვა გააჩინა და მომხმარებლის ცნობისმოყვარეობა გააღვივა. კამპანიის დეტალებზე Solar Auto-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ნუცა ლომსაძე გვესაუბრა:

ნუცა, რას ეხება კამპანია Magic Numbers?

  • Solar Auto-ს მეშვეობით, მალე სრულიად ახალ ბრენდს წარმოვადგენთ ქართულ ბაზარზე. გვინდოდა მომხმარებლისთვის შეგვექმნა სწორი მოლოდინი – გაგვეზიარებინა ახალი ბრენდის ფილოსოფია, დიზაინის ესთეტიკა და დამოკიდებულება ტექნოლოგიების მიმართ. კამპანიის მიზანი იყო მომხმარებლის ჩართულობა – გვინდოდა მათთვის მიგვეცა შესაძლებლობა გამოეცნოთ, თუ რომელი ბრენდი იქნებოდა ეს.

თბილისის ქუჩებში გამოჩენილი ელექტრო პლათფორმა აღნიშნულ კამპანიასთან კავშირშია? 

  • დიახ, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია. Solar Auto თავიდანვე ღიად საუბრობდა, რომ ქვეყანაში შემოიყვანდა ახალ ბრენდს, რომელიც იქნებოდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და შთამბეჭდავი ვიზუალით წარმოდგენილი. ეს იქნება ყველასთვის სასურველი ავტომობილი, ვინც მიზანდასახულია და სურს, გემოვნებიანი არჩევანი გააკეთოს.

R

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @