
Mar 25, 2025
2024 წელი BMW-სთვის ელექტრომობილების ტრიუმფის წელიწადი იყო – კომპანია გაყიდვებით არა მხოლოდ მოწინავეა, არამედ Mercedes-Benz-ს და Audi-ს ერთად ჯობნის.
BMW-მ 2024 წელს 368,523 ელექტრომობილი გაყიდა, რაც მთლიანი გაყიდვების 16.7%-ს შეადგენს და წინა წელთან შედარებით 12%-იან ზრდას ნიშნავს.
სადაც BMW წინ მიიწევს, მისი კონკურენტები – თითქოს შეჩერებულები არიან:
Mercedes-Benz – 185,059 გაყიდვა (23%-იანი ვარდნა 2023 წელთან შედარებით)
Audi – 164,480 გაყიდვა (7.8%-ით ნაკლები, ვიდრე წინა წელს)
რა აძლევს BMW-ს უპირატესობას?
წარმატების საიდუმლო მხოლოდ ტექნოლოგია არ არის – საქმე განათლებაშია.
J.D. Power-ის 2025 წლის ელექტრომობილების მომხმარებელთა კვლევის მიხედვით, ყველაზე კმაყოფილი მომხმარებლები BMW iX-ის და i4-ის მფლობელები არიან.
ამის მთავარი მიზეზი არის BMW-ს "Genius" პროგრამა – ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული ტრენინგის სისტემა, რომელიც მძღოლებს საფუძვლიანად აცნობს, როგორ იმუშაონ ელექტრომობილებთან.
"ელექტრომობილის მყიდველების უმრავლესობა საკმარის განათლებას ვერ იღებს. დილერები და ბრენდის წარმომადგენლები ამის მთავარი წყაროა, მაგრამ უმეტესობა ამ ფუნქციას სრულად ვერ ასრულებს”, - აცხადებენ BMW–ში.
თუ მომხმარებელს ეუბნები, რომ მანქანა 20 წუთში 300 კმ-ის დამუხტვას შეძლებს, ის სწორედ ამას ელოდება ნებისმიერ დამტენზე – და თუ ამას ვერ მიიღებს, მისი იმედგაცრუება გარდაუვალია.
BMW-ის შემთხვევაში, ეს ინფორმაციები დამატებით ტრეინინგად გადის გაყიდვის პროცესში, რაც იძლევა მომხმარებლის დარწმუნებულობის და კმაყოფილების მაღალ დონეს.

BMW ტექნოლოგია + მხარდაჭერა = გაყიდვების ბუმი
BMW-ის ელექტრომობილები არამხოლოდ მაღალტექნოლოგიურია, არამედ იცავს იმ მახასიათებლებს, რაც მყიდველებს წლების განმავლობაში იზიდავდა ბრენდისკენ – მაღალი დონის მექანიკური მართვა, ხარისხიანი ინტერიერი და სპორტული გამოცდილება.
„მაღალი დონის ტრეინინგი მივიღე – ყველა ფუნქცია დამანახეს, შემდეგ შეხვედრაც კი მქონდა დამატებით კითხვებისთვის. ჩემი ქმარი VW ID.4-ით დადის – უბრალოდ გასაღები მიაწოდეს და წარმატებები უსურვეს“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მომხმარებელი.
რა ხდება Audi-სა და Mercedes-ში?
ბევრი მიიჩნევს, რომ Audi-ს "ძვირადღირებული Volkswagen"-ის პოზიციონირება უკვე არ მუშაობს, ხოლო Mercedes-ის EQ სერიის მარკეტინგი ვერ გადადის რეალურ გაყიდვებში.
განსხვავებით მათგან, BMW-ის სტრატეგია აშკარად მუშაობს – კომპანიის მიზანი მხოლოდ EV-ების გაყიდვა არ არის, არამედ კომპლექსური გამოცდილების შექმნა მომხმარებლისთვის.
2024 წელს BMW არამარტო EV ბაზრის ლიდერად იქცა, არამედ დასამტკიცებლადაც მზადაა, რომ მისი წარმატება შემთხვევითი არ არის. ბრენდის ტექნოლოგიური განვითარება, მომხმარებელზე ზრუნვა და მიზანმიმართული განათლება აყალიბებს BMW-ს როგორც Ultimate Selling Machine-ს ელექტრომობილების ეპოქაში.