Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა

Nov 6, 2024

ჩინურმა ავტომწარმოებელმა Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა. გასულ თვეში კომპანიამ 25,049 ავტომობილი გაყიდა, რაც Zeekr-ის ისტორიაში საუკეთესო და შარშანდელზე 92%-ით გაუმჯობესებული შედეგი იყო.

2024 წლის პირველ ცხრა თვეში, Zeekr-მა 168,000-მდე ავტომობილი გაყიდა. წლის ბოლომდე კომპანია 230,000 ავტომობილის რეალიზაციას პროგნოზირებს.

Zeekr-ი, რომელიც Geely-ის ჰოლდინგში შედის, საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $6.2 მილიარდს აღემატება, მაგრამ IPO-ს შემდეგ, ეს მაჩვენებელი 11.2%-ით არის შემცირებული.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @