
როგორია ელექტრომობილების გავრცელების დინამიკა საქართველოში?
Jul 17, 2025
მსოფლიო მასშტაბით ელექტრომობილების (EV) ბაზარი სწრაფად ვითარდება და მათმა წილმა ახალი ავტომობილების გაყიდვებში უკვე 20%-ს გადააჭარბა. გლობალური ტრენდის ფონზე, კვლევითი კომპანია ACTR ავრცელებს ახალი მონაცემების ანალიზს, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების გავრცელების ტენდენციებს მიმოიხილავს და სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე აკეთებს აქცენტს.
კვლევა ეფუძნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს და მოიცავს პერიოდს 2020 წლიდან 2025 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების წილი ქვეყანაში ჯერჯერობით მცირეა, ACTR-ის ანალიზი აჩვენებს, რომ ზრდის ტენდენცია მკაფიოა და განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო წლების განმავლობაში.
როგორია ელექტრომობილების გავრცელება საქართველოში?
ACTR-ის მიერ გაანალიზებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020-2025 წლებში ელექტრომობილების რაოდენობა საქართველოში წელიწნეულად იზრდებოდა. თუმცა, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში (დაახლოებით 1,053,000 ერთეული), ელექტრომობილების წილი მხოლოდ 0.78%-ს შეადგენს — რაც 8,224 ელექტრომობილს გულისხმობს. მიუხედავად ამისა, ბაზარზე უკვე შეინიშნება ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართ მზარდი ინტერესი — ამას მოწმობს ჰიბრიდული ავტომობილების წილიც, რომელიც უკვე 12.78%-ს აღწევს.

კვლევა თბილისის უპირატესობაზე მიუთითებს
ACTR-ის მიხედვით, ელექტრომობილები უმეტესად დედაქალაქშია კონცენტრირებული — მათი 79% თბილისშია რეგისტრირებული. თუმცა, მიუხედავად მაღალი კონცენტრაციისა, ისინი თბილისის ავტოპარკის მხოლოდ 1.42%-ს შეადგენენ. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.29%-ს უტოლდება.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს სხვაობა, სავარაუდოდ, გამოწვეულია როგორც თბილისელების შედარებით მაღალი შემოსავლებთან, ასევე იმით, რომ დედაქალაქში დამტენი ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია და მოსახლეობა მეტად მგრძნობიარეა გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ.
ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაშიც ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება: ქვეყანაში არსებული ჰიბრიდების 56% თბილისშია რეგისტრირებული, თუმცა დედაქალაქში რეგისტრირებულ ავტომობილებში მათი წილი 16.5%-ს არ აღემატება.

ზრდის მკაფიო ტენდენცია
ACTR-ის კვლევის მიხედვით, თუ 2020 წელს საქართველოში მხოლოდ 176 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული, 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 3,990-მდე გაიზარდა — 20-ჯერ მეტი. მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში უკვე 1,585 ახალი ელექტრომობილი დარეგისტრირდა. კვლევა მიანიშნებს, რომ თუ ზრდის ტემპი შენარჩუნდა, წლის ბოლომდე შეიძლება 2024 წლის მაჩვენებელიც გადაჭარბდეს.
ACTR ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ელექტრომობილების გავრცელება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა არსებული მონაცემები იმედის მომცემია და საფუძველს ქმნის მომავალ განვითარებისთვის.

ACTR-ის რეკომენდაცია: საჭიროა ერთიანი ქმედებები
კვლევის ავტორების შეფასებით, იმისათვის, რომ საქართველომ აქტიურად შეუერთდეს გლობალურ ტრანსფორმაციას, აუცილებელია სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და მომხმარებლის კოორდინირებული მოქმედება. მათივე თქმით, ელექტრომობილები აღარ არის მხოლოდ ეკოლოგიური არჩევანი — ისინი მდგარი განვითარების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი და სტრატეგიული მიმართულებაა.
ინფორმაციის წყარო: სტატისტიკური მონაცემები მომზადებულია ACTR-ის მიერ, ეფუძნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკას ფიზიკურ პირებზე „აქტიური“ სტატუსით რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ 2020-2025 წლების პერიოდში.