ახალმა Nissan Leaf 2026-მა რეალურ ტესტში ოფიციალურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გადააჭარბა

Nov 5, 2025

Edmunds-ის მიერ ჩატარებულ რეალურ გზის ტესტში ახალი Nissan Leaf 2026 ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ივარაუდებოდა.

ტესტის შედეგებით, ავტომობილმა 499 კმ დაფარა ერთჯერადი დამუხტვით - რაც EPA-ის ოფიციალურ მონაცემზე მეტია.

📊 ოფიციალური მაჩვენებლები vs რეალური შედეგები

ტესტში მონაწილე იყო ტოპ ვერსია — Leaf Platinum+, რომლის ოფიციალური დიაპაზონი 417 კმ-ა, თუმცა რეალურმა ტესტმა აჩვენა, რომ ის გაცილებით შორს მიდის.

შედარებისთვის:

  • Leaf S+ - EPA: 488 კმ

  • Leaf SV+ - EPA: 463 კმ

  • Leaf Platinum+ (ტესტირებული) - EPA: 417 კმ / Edmunds ტესტში: 499 კმ


ეს ნიშნავს, რომ 2026 წლის მოდელის ყველა ვერსია შესაძლოა ოფიციალურ შეფასებაზე გაცილებით ეფექტური აღმოჩნდეს.

Edmunds-ის ტესტში დაფიქსირდა საშუალო ენერგომოხმარება 27.8 კილოვატსაათი 100 მილზე, რაც შეადგენს დაახლოებით 17.3 კილოვატსაათს 100 კილომეტრზე - ეს 15.9%-ით უკეთესია, ვიდრე EPA-ს მონაცემებში მითითებული 33 კილოვატსაათი 100 მილზე (ანუ დაახლოებით 20.5 კილოვატსაათი 100 კმ-ზე).

ეს ნიშნავს, რომ Leaf 2026 არამხოლოდ უფრო შორს მიდის, არამედ ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს. 

ტესტის მარშრუტი მაქსიმალურად ახლოსაა რეალურ ყოველდღიურ პირობებთან:

  • 60% ქალაქში

  • 40% მაგისტრალზე

  • საშუალო სიჩქარე: 40 mph (64 კმ/სთ)

  • ავტომობილი მუშაობს eco რეჟიმში,

  • ტემპერატურა: 72°F (22°C)

ეს მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავდება სტანდარტული ლაბორატორიული ტესტებისგან და უკეთ ასახავს ყოველდღიურ მართვას.

ტექნიკური მახასიათებლები

ამ ეტაპზე ახალი Leaf სთავაზობს მხოლოდ 75 კილოვატსაათიან ბატარეას და წინა ამძრავ სისტემას (FWD).

მალე lineup-ში დაემატება უფრო ხელმისაწვდომი 52 კილოვატსაათიანი ვერსია, რომელიც მცირე დიაპაზონისა და უფრო დაბალი ფასის მქონე მოდელად იქნება განკუთვნილი.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @