
Lexus LFA ბრუნდება - ახლა უკვე სრულად ელექტრული სუპერქარით
Dec 6, 2025
Lexus აღადგენს LFA-ს ლეგენდას. ბრენდმა წარადგინა მისი სრულად ელექტრო კონცეპტი, რომელიც მომავალში სერიულ მოდელადაც შეიძლება იქცეს. მანქანა ეფუძნება Toyota-ს ახალ GR GT3 პლატფორმას, რაც მიუთითებს, რომ ეს მხოლოდ დიზაინზე ორიენტირებული შოუ-კარი არ არის - ტექნოლოგიურად კონცეპტი უკვე თითქმის მზად მდგომარეობაშია.
Toyota-ს მხარე არ ამხელს ტექნიკურ მონაცემებს, თუმცა ერთ რამეს კი ადასტურებს: LFA 100%-ით ელექტრო იქნება.
და აქ იწყება ყველაზე საინტერესო: LFA EV შესაძლოა გახდეს პირველი პლატფორმა, სადაც Toyota solid-state (მყარი ელექტროლიტის) ბატარეებს გამოსცდის, რომლებიც 2030-მდე უნდა გამოჩნდეს. ასეთ ბატარეებს სწრაფი დატენვა, ძალიან მაღალი სიმძლავრე და მნიშვნელოვნად დაბალი წონა აქვთ - ზუსტად ის, რაც ელექტრო სუპერქარს სჭირდება.
როგორ გაჩნდა იდეა?
პროექტი იწყება Toyota GR GT-ის საფუძვლიდან - სრულიად ახალი, სპორტული არქიტექტურა, რომელსაც Toyota-ს რჩეული რბოლური დეპარტამენტი ქმნის. Lexus-ის „Sports Concept“-ად ჩვენ ეს მანქანა უკვე ვნახეთ მონტერეიში და იაპონიის Mobility Show-ზე. ახლა გასაჯაროვდა, რომ ის რეალურად LFA-ს სახელს ატარებს.
რა ელოდება ელექტრულ LFA-ს?
LFA EV-ის ფორმა მკაფიოდ მიუთითებს სერიულ სუპერქარზე, რომელიც Taycan-ს, Tesla Roadster-სა და ჰაიენდ ელექტრულ მოდელებს დაუპირისპირდება. თუ მანქანა მართლაც მიიღებს მყარი ელექტროლიტის ბატარეებს, მას ექნება:
დაბალი წონა
მაღალი სიმძლავრე
სწრაფი ჩახსნის დრო
მეტი გამძლეობა
და, რა თქმა უნდა, სატრეკო პოტენციალი GR GT3-ისგან
ამ დროისთვის არც Lexus და არც Toyota არ ადასტურებენ წარმოების დაწყების თარიღს. მაგრამ იმ ფონზე, რომ Toyota აგრესიულად აჩქარებს EV სტრატეგიას და დიდ ინვესტირებას ახორციელებს “ჰალო” მოდელებში, LFA EV იდეალური პროექტია ფლაგმანად.