
Aug 5, 2024
Mercedes-Benz 2026 წელს ახალ პლატფორმაზე დაფუძნებული “ფუფუნების” ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს. ახალი პლატფორმა უზრუნველყოფს ახალი თაობის ბატარეებზე მომუშავე C-Class და GLC მოდელებბის წარმოებას, რომლებიც, Mercedes-ის პროგნოზით, მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ელექტრომობილების გაყიდვებს.
Mercedes-Benz-ის ტექნიკური დირექტორი, მარკუს შეფერი ამბობს: "ჩვენი ახალი პლატფორმა დიდი ნაბიჯია ელექტრომობილების მიმართულებით. ველოდებით, რომ ჩვენი ახალი ელექტრო C-Class და GLC მნიშვნელოვნად გაზრდის გაყიდვებს 2026 წლიდან. ეს მანქანები ახალ სტანდარტებს დააყენებენ “ფუფუნების” ელექტრომობილების ბაზარზე."
ახალი ელექტრომობილები მიზნად ისახავენ კლიენტების მოზიდვას, რომლებიც ეძებენ როგორც ელეგანტურობას, ისე მდგრადობას. Mercedes-Benz ფოკუსირებულია მაღალი კლასის ელექტრომობილების შექმნაზე, რომლებიც დააკმაყოფილებენ გარემოზე პასუხისმგებელი მანქანების მზარდ მოთხოვნას.