
Mercedes-Benz GLC ელექტრო ვერსია უკვე გაყიდვების ჰიტად ყალიბდება
Jan 25, 2026
ახალი Mercedes-Benz GLC ელექტრო SUV ბაზარზე გამოჩენამდეც კი მოლოდინებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ შეკვეთების წიგნი უკვე 2026 წლის მეორე ნახევრამდეა შევსებული.
Mercedes-Benz-ისთვის GLC EV განსაკუთრებული მნიშვნელობის მოდელია. ეს არის ერთ-ერთი პირველი ავტომობილი, რომელიც სრულად ახალ, შემდეგი თაობის ელექტრო პლატფორმაზე შეიქმნა და აერთიანებს როგორც გრძელ სავალ მანძილს, ისე ულტრა-სწრაფ დატენვასა და პრემიუმ ტექნოლოგიებს.
Mercedes-Benz Group-ის მენეჯმენტის საბჭოს წევრმა გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით, განაცხადა, რომ: „ახალი CLA-ის წარმატებული სტარტის შემდეგ, სრულად ელექტრული GLC-ის მიმართ მოთხოვნა უკვე მნიშვნელოვნად აჭარბებს ჩვენს მოლოდინებს.“
მაღალი მოთხოვნის გამო, გერმანიის ქალაქ ბრემენში მდებარე ქარხანა უკვე მუშაობს სამცვლიან რეჟიმში, დამატებითი სამუშაო დღეებით შაბათსაც. კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოება სხვა ქარხნებშიც გაფართოვდეს, რათა მიწოდება მოთხოვნას დაეწიოს.
GLC with EQ Technology გამოირჩევა მახასიათებლებით, რომლებიც დღეს ელექტრომობილების სეგმენტში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ პაკეტად ითვლება:
სავალი მანძილი: 640+ კმ ერთ დატენვაზე
დატენვა: 10-80% 24 წუთზე ნაკლებ დროში
პიკური სიმძლავრე დატენვაზე: 330 კვტ
ვერსიების მიხედვით:
GLC 300+ - უკანა წამყვანი, 369 ცხენის ძალა
GLC 400 4Matic - ორმოტორიანი, სრულამძრავიანი, 483 ცხენის ძალა, 0-100 კმ/სთ 4.4 წამში
იმ ფონზე, როდესაც ელექტრომობილების ბაზარზე ზოგიერთ მწარმოებელს მოთხოვნის შენელება აწუხებს, Mercedes-Benz GLC EV აჩვენებს, რომ კარგად დაბალანსებული დიზაინი, რეალური სავალი მანძილი და სწრაფი დატენვა კვლავ ძლიერ კომბინაციას წარმოადგენს მომხმარებლისთვის.