გლობალური EV გაყიდვები აგვისტოში 1.7 მილიონს მიუახლოვდა - ევროპა და სხვა რეგიონები რეკორდებს ამყარებენ

Sep 12, 2025

გლობალური ელექტრომობილებისა და პლაგინ-ჰიბრიდების გაყიდვებმა აგვისტოში 1.7 მილიონ ერთეულს მიაღწია. წლიური ზრდა 15%-ია და ბაზარი აგრძელებს სტაბილურ გაფართოებას, განსაკუთრებით ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.

ჩინეთი - მთავარი მოთამაშე

ჩინეთი ინარჩუნებს ლიდერობას EV ბაზარზე და აგვისტოში 1.1 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა. მიუხედავად ზრდის ტემპის დროებითი შენელებისა, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ მეოთხე კვარტალში ბაზარი ისევ გაძლიერდება ახალი სუბსიდიებისა და სეზონური მოთხოვნის ხარჯზე.

მიუხედავად კონკურენციის გამკაცრებისა, BYD კვლავ მსოფლიოს უდიდეს მწარმოებლად რჩება, თუმცა მას გვერდით უფრო მცირე, მაგრამ სწრაფად მზარდი ბრენდები - Geely, XPeng და Nio - ემატებიან, რომლებიც აგვისტოში რეკორდული გაყიდვებით გამოირჩნენ.

ევროპა - 48%-იანი ნახტომი

ევროპაში EV გაყიდვები 283,000 ერთეულს გადასცდა, რაც 48%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ეს მკაფიოდ აჩვენებს, რომ სტიმულირების პროგრამები და დეკარბონიზაციის მიზნები შედეგს იძლევა.

ჩრდილოეთ ამერიკა და დანარჩენი მსოფლიო

  • აშშ და კანადა: გაყიდვები 13%-ით გაიზარდა და 201,255 ერთეულს მიაღწია. განსაკუთრებით მაღალი იყო მოთხოვნა, რადგან მომხმარებლები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.

  • დანარჩენი მსოფლიო: გაყიდვები 56%-ით გაიზარდა და 144,000-ზე მეტი EV გაიყიდა - საუკეთესო შედეგი დღემდე.

ექსპერტების შეფასებით, სექტემბერი შესაძლოა ახალი რეკორდების თვედ იქცეს, ხოლო EV ბაზარი წლის ბოლომდე კვლავ გააგრძელებს გაძლიერებას.

„გლობალური EV ბაზარი შედის ახალ ეტაპზე - გაყიდვები ფართოვდება არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვა რეგიონებშიც. ეს ტრენდი აჩვენებს, რომ ელექტრომობილობა გლობალურად გარდაუვალი ხდება,“ – ამბობს Rho Motion-ის მონაცემთა მენეჯერი ჩარლზ ლესტერი.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @