Tesla-ს ყოფილმა CTO-მ EV-ების მეორადი ბატარეებით მსოფლიოში ყველაზე დიდი ენერგეტიკული სისტემა ააწყო

Jul 2, 2025

Tesla-ს ყოფილი ტექნოლოგიური დირექტორის, ჯეი-ბი სტრაუბელის კომპანიამ Redwood Materials-მა ახალი მიმართულება წამოიწყო: ის ძველი ელექტრომობილების ბატარეებს ენერგიის შესანახად გამოიყენებს.

Redwood Materials-მა შექმნა ახალი დეპარტამენტი, Redwood Energy, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის კომპანიასთან, Crusoe-სთან თანამშრომლობით, აშენებს ენერგიის სისტემას — მიკროგრიდს, რომელიც მზის ენერგიასა და მეორად ბატარეებს იყენებს.

კომპანია წელიწადში 20 გიგავატ-საათზე მეტ ბატარეას ამუშავებს, რაც აშშ-ში გადამუშავებული ლითიუმ-იონური ბატარეების 90%-ზე მეტს შეადგენს — ეს დაახლოებით 250,000 ელექტრომობილის ბატარეის ტოლია. ამ ბატარეების უმეტესობა ჯერ კიდევ მუშაობს და დარჩენილი რესურსის ნახევარზე მეტის გამოყენება შეიძლება. ამიტომ Redwood Energy ქმნის დიდ, დაბალფასიან ენერგიის შესანახ სისტემებს.

პირველი პროექტი 12 მეგავატიანი სიმძლავრის მიკროგრიდია, რომელიც 63 მეგავატ-საათ ენერგიას ინახავს — ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც მეორად ბატარეებზეა აგებული. მიკროგრიდი Crusoe-ს ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრს ამარაგებს, რომელიც სხვა დიდ ობიექტებსაც აშენებს, მათ შორის ტეხასში 1.2 გიგავატიან მონაცემთა ცენტრს.

Redwood-ის ინფორმაციით, აშშ-ში უკვე 5 მილიონზე მეტი ელექტრომობილია გზებზე, რაც დაახლოებით 350 გიგავატ-საათ ენერგიას ნიშნავს, რომელიც მომავალში ბატარეების გადამუშავებით ხელახლა შეიძლება გამოვიყენოთ. წელს აშშ-ში 100,000-მდე ელექტრომობილი გამოვა მწყობრიდან.

კომპანიის შეფასებით, ძველი EV ბატარეებს შეუძლიათ, მთელი ენერგიის შესანახი ბაზრის ნახევარზე მეტის მოთხოვნა დააკმაყოფილონ, რადგან მათ ენერგიის სისტემებში ბევრად ნაკლები დატვირთვა სჭირდებათ, ვიდრე ავტომობილებში.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @