
ფორდის დაბრუნება ფორმულა 1-ში
Oct 25, 2024
ორი ათწლეულის შემდეგ, Ford-ი კვლავ ბრუნდება ფორმულა 1-ში, Red Bull Powertrains-თან მრავალწლიანი ტექნიკური პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ახალი თაობის ჰიბრიდული ძრავის განვითარებას, რომლის დებიუტიც 2026 წლის სეზონზე შედგება.
აღნიშული თანამშრომლობის მეშვეობით, Red Bull Ford-ის ძრავები Oracle Red Bull Racing-ისა და Scuderia AlphaTauri-ის ავტომობილებს 2026 წლიდან მინიმუმ 2030 წლამდე გაუწევს უზრუნველყოფას.
„ეს ფორდის მოტორსპორტის ისტორიაში ახალი და შთამბეჭდავი თავის დასაწყისია, რომელიც დაიწყო მაშინ, როცა ჩემმა დიდმა პაპამ გაიმარჯვა რბოლაში, რაც დაეხმარა ჩვენი კომპანიის დასაწყებად,” – განაცხადა Ford-ის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ, ბილ ფორდმა. „მსოფლიო ჩემპიონ Oracle Red Bull Racing-თან ერთად, Ford-ი ბრუნდება სპორტის უმაღლეს დონეზე, ჩვენი ინოვაციის, მდგრადობის და ელექტრიფიკაციის ტრადიციის გლობალურ არენაზე წარმოსაჩენად.“
2023 წლიდან ფორდმა და Red Bull Powertrains-მა დაიწყეს ახალი ძრავის განვითარება, რომელიც შეესაბამება 2026 წლის ტექნიკურ რეგულაციებს და მოიცავს 350 კილოვატის ელექტროძრავს და ახალ, სრულად მდგრადი საწვავისთვის განკუთვნილ შიდაწვის ძრავს.
Ford-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ განაცხადა: „Ford-ის დაბრუნება ფორმულა 1-ში Red Bull Racing-თან ერთად ზუსტად შეესაბამება ჩვენი კომპანიის მიმართულებას - ინოვაციურ, ელექტრიფიკაციაზე ორიენტირებულ და თანამედროვე ავტომობილებზე. ფორმულა 1 იქნება ინოვაციების გაზიარებისა და ახალი მომხმარებლების მოზიდვის ეკონომიური პლატფორმა.“
Ford-ი მხარს დაუჭერს ჩემპიონატის გუნდს ტექნიკურ სფეროებში, როგორიცაა შიდაწვის ძრავის განვითარება, ბატარეის და ელექტროძრავის ტექნოლოგიები.
2026 წელს Ford-ი ერთადერთი მწარმოებელი იქნება, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა რბოლის კატეგორიებში, როგორიცაა WEC და IMSA (მათ შორის Le Mans 24 საათი Mustang GT3-ით), WRC M-Sport Ford Puma Hybrid Rally1-ით, Baja 1000 Ranger Raptor-ით და Bronco-თ, NASCAR, NHRA და Supercars-ით Mustang-ით. Ford აგრძელებს მოტორსპორტის მეშვეობით ინოვაციების წინსვლას და ამ პარტნიორობით მოიტანს ახალ ტექნოლოგიებს Ford-ის მომავალი ელექტრომობილებისთვის.