Ford ევროპას CO₂ წესების შემსუბუქებას სთხოვს

Dec 12, 2025

Ford-მა ევროკავშირის რეგულატორებს მოუწოდა, გადახედონ მკაცრ CO₂ მოთხოვნებს, რადგან ელექტრომობილებზე მოთხოვნა და ბაზრის ტემპი ვერ ეწევა იმ დონეს, რასაც წესები უკვე დღეს ითხოვს.

კომპანიის თქმით, პრობლემა მხოლოდ „მომხმარებლის სურვილი“ არ არის - მთავარი ბარიერები რჩება:

  • დამტენების არასაკმარისი ქსელი

  • სუსტი/არათანაბარი სტიმულები ქვეყნებს შორის

  • და ის, რომ ბიზნესისთვის გადასვლა ძვირი და რთულია

Ford-ის 3-პუნქტიანი გეგმა

Ford აცხადებს, რომ რეგულაციები უნდა დაუახლოვდეს ბაზრის რეალურ მდგომარეობას და სთავაზობს:

  1. CO₂ გზამკვლევის რეალისტურად „გაწერას“ - ანუ მიზნების ტემპი უნდა ეყრდნობოდეს რეალურ გაშვებებს და არა მხოლოდ გეგმას.

  2. 10-წლიანი პროგნოზირებადი ჩარჩო - რათა მწარმოებლებს და ინვესტორებს ჰქონდეთ სტაბილურობა და წინასწარ დაგეგმვა შეძლონ.

  3. ჰიბრიდების დატოვება 2035-ის შემდეგაც - როგორც გარდამავალი, უფრო ხელმისაწვდომი არჩევანი მათთვის, ვინც სრულ ელექტროზე ერთიანად ვერ გადადის.

“ინფრასტრუქტურის გარეშე მოთხოვნას ვერ გააჩენ”

Ford ხაზს უსვამს: თუ მთავრობები სტიმულებს არ გააძლიერებენ და დამტენების მშენებლობას არ დააჩქარებენ, წესების გამკაცრება შედეგს ვერ მოიტანს - პირიქით, შეიძლება ბაზარი „გაყინოს“.

კომპანია განსაკუთრებით საუბრობს კომერციულ ტრანსპორტზე: ევროპის ბაზარზე ელექტრო ფურგონები ჯერ ძალიან მცირე წილს იკავებს და არსებული CO₂ სტანდარტები, Ford-ის თქმით, პროპორციულად მეტად აწვება მცირე და საშუალო ბიზნესს.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @