ლითიუმის ეპოქის დასასრული? CATL უკვე აყენებს ნატრიუმის ბატარეებს მანქანებში

Feb 1, 2026

მედიის ინფორმაციით, CATL-მა ნატრიუმის ბატარეების გამოყენება უკვე დაიწყო სამგზავრო ავტომობილებში. აქამდე ეს ტექნოლოგია ძირითადად კომერციულ ტრანსპორტში გამოიყენებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, CATL-ის ნატრიუმის ბატარეები დამონტაჟდა Changan Oshan-ის ერთ-ერთ მოდელში, რომელიც უახლოეს პერიოდში ზამთრის ტესტირებას გაივლის.

ამასთან, იგეგმება, რომ იგივე ბატარეებით აღიჭურვება სხვა ჩინური მწარმოებლების ავტომობილებიც, მათ შორის GAC Group-ისა და JAC-ის სამგზავრო მოდელები.

CATL-მა ნატრიუმის ბატარეები პირველად 2021 წელს წარადგინა, იმ პერიოდში, როდესაც ლითიუმის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ამ ტექნოლოგიამ ყურადღება მიიქცია როგორც ლითიუმზე ალტერნატიულმა და უფრო იაფმა გადაწყვეტამ.

2025 წელს კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა თავისი ნატრიუმის ბატარეების ბრენდი Naxtra, რომელიც სპეციალურად ლითიუმის ბატარეების ალტერნატივის განვითარებაზეა ორიენტირებული. CATL-ის ინფორმაციით, Naxtra-ს სამგზავრო ავტომობილებისთვის განკუთვნილი ბატარეის ენერგოინტენსივობა აღწევს 175 Wh/kg-ს, რაც უკვე ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) ბატარეების დონეს უტოლდება.

CATL ასევე აღნიშნავს, რომ ნატრიუმის ბატარეები განსაკუთრებით კარგად მუშაობს ძალიან ცივ ამინდში. ბატარეა დამუხტვას ახერხებს -30°C-მდე, ხოლო -40°C-ზე ინარჩუნებს გამოყენებადი ენერგიის დაახლოებით 90%-ს.

კომპანიის ტექნიკური ხელმძღვანელის თქმით, წარმოების ზრდასთან ერთად ნატრიუმის ბატარეების გამოყენება ეტაპობრივად გაფართოვდება არა მხოლოდ სამგზავრო და კომერციულ ავტომობილებში, არამედ ენერგიის შენახვის სისტემებსა და სხვა ტექნიკაში.

ექსპერტების შეფასებით, 2026 წელი შეიძლება გახდეს ის ეტაპი, როდესაც ნატრიუმის ბატარეები ფართოდ გავრცელდება და ელექტრომობილების ბაზარზე ლითიუმს რეალურ კონკურენციას გაუწევს.

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @