ილონ მასკი: Tesla-ს მთავარი კონკურენტი ჰუმანოიდ რობოტებში ჩინეთია

Feb 1, 2026

ილონ მასკის თქმით, Tesla-სთვის ჰუმანოიდ რობოტების სფეროში ყველაზე სერიოზული კონკურენცია ჩინეთიდან წამოვა - ზუსტად ისე, როგორც ეს ადრე ელექტრომობილების ბაზარზე მოხდა.

მასკმა ეს განცხადება Tesla-ს ფინანსური შედეგების განხილვის დროს გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთი განსაკუთრებით ძლიერია ორ მიმართულებაში: ხელოვნურ ინტელექტში და მასშტაბურ წარმოებაში, რაც ჰუმანოიდ რობოტების განვითარებისთვის გადამწყვეტი ფაქტორებია.

„ჩინეთი ძალიან კარგად ახერხებს წარმოების სწრაფ გაფართოებას და ამასთან ერთად აქვს ძლიერი AI ეკოსისტემა. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე რთული კონკურენცია სწორედ იქიდან იქნება,“ - აღნიშნა მასკმა.

ამავე დროს, მან თქვა, რომ ამ ეტაპზე Tesla-ს Optimus რობოტი ჩინეთში განვითარებულ ნებისმიერ ჰუმანოიდ რობოტზე უფრო შესაძლებლობებით მდიდარია. მისი თქმით, Tesla უპირატესობას ფლობს რეალურ გარემოში მოქმედ ინტელექტში, მექანიკურ სიზუსტეში და განსაკუთრებით ხელის კონსტრუქციაში, რაც რობოტიკის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნაწილად ითვლება.

ჩინეთში უკვე მუშაობს რამდენიმე სპეციალიზებული რობოტიკის კომპანია, მათ შორის Unitree და UBTech. ამასთან, ჰუმანოიდ რობოტებზე აქტიურად მუშაობენ ჩინური ავტობრენდებიც.

მაგალითად, 2025 წლის ბოლოს Xpeng-მა წარადგინა თავისი ახალი ჰუმანოიდ რობოტი Iron, რომელმაც მაყურებელი ბუნებრივი მოძრაობებითა და რეალისტური დემონსტრაციით გააოცა. მასკმაც გამოეხმაურა ამ პრეზენტაციას და აღნიშნა, რომ „Tesla და ჩინური კომპანიები საბოლოოდ ბაზარს ერთად დომინირებენ“.

რობოტების განვითარებაზე მუშაობენ სხვა ჩინური კომპანიებიც, მათ შორის Li Auto და ტრადიციული მწარმოებელი Chery.

ექსპერტების შეფასებით, ჰუმანოიდ რობოტები შეიძლება გახდეს შემდეგი დიდი ტექნოლოგიური ბრძოლა Tesla-სა და ჩინურ კომპანიებს შორის - ისევე, როგორც ეს ელექტრომობილების სფეროში მოხდა.

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @