Xiaomi-მ პორშეს აჯობა? SU7 Ultra-მ ახალი რეკორდი დაამყარა!

Jun 16, 2025

ავტომობილების ისტორიაში ახალი თავი იწერება: ჩინურმა Xiaomi-მ – კომპანიამ, რომელმაც სულ რაღაც სამი წლის წინ სმარტფონების წარმოებიდან ავტომობილებზე გადაინაცვლა – შეძლო და Nürburgring-ზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შედეგი დააფიქსირა. მისი ახალი ელექტრომობილმა SU7 Ultra-მ ყველაზე სწრაფად გაიარა ტრასა სერიულ ელექტრომობილებს შორის და აჯობა ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Porsche და Rimac.

Xiaomi-ს SU7 Ultra Nürburgring-ის 20.8 კმ-იან ტრასაზე 7:04.957 წუთში გავიდა, რაც სამი წამით სწრაფია Porsche Taycan Turbo GT-ის შედეგზე (7:07.55). Taycan-ისთვის ეს იყო რეკორდული დრო თავისი სახეცვლილი, წონის შესამცირებლად უკანა სავარძლების გარეშე მოდიფიცირებული Weissach ვერსიით.

Xiaomi SU7 Ultra-მ ასევე აჯობა ელექტროსპორტკარების ისეთ ლიდერებს, როგორებიც არიან:

  • Rimac Nevera – 7:05.298

  • Tesla Model S Plaid – დაახლოებით 20 წამით ნელა

Xiaomi-ს მიღწევა მოწმობს, რომ ჩინეთი აღარ არის მხოლოდ ხელმისაწვდომი ელექტრომობილების მწარმოებელი – ის პერფორმანსის და ტექნოლოგიური ინოვაციის ლიდერად ყალიბდება.

Xiaomi SU7 Ultra არ არის ერთადერთი სპორტული ელექტრომობილი ჩინეთიდან. სხვა მაგალითებია:

  • BYD YangWang U9 – აქტიური სუსპენზიით, რომელსაც მანქანის "ხტუნვა" შეუძლია მოძრაობისას.

  • Small Sports Car SC01 – ახალი თაობის სპორტული EV, რომელიც Miata-ზე იაფია, მაგრამ აშკარად ტრასისთვის შექმნილია.

Xiaomi-ს სერიული მოდელი SU7 Ultra უკვე ითვლება „best value“ კლასის ერთ-ერთ ლიდერად – 1,500 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრით და შედარებით დაბალი საწყისი ფასით.

პირველად ისტორიაში, სმარტფონის მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ შეძლო და გადაასწრო Porsche-ს Nürburgring-ზე. ეს არის არამხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა, არამედ სწრაფი ცვლილების სიმბოლო გლობალურ ავტოინდუსტრიაში. მომავალში, დიდი ალბათობით, სწორედ ჩინური ბრენდები ჩამოყალიბდებიან როგორც ახალი ლიდერები ელექტრომობილების, პერფორმანსის და ინოვაციების სამყაროში.

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @