BYD-მა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი, 1,500-კილოვატიანი (kW) დამტენი წარადგინა

Mar 17, 2026

სტატია მომზადებულია სოლარ ავტოსთან კოლაბორაციით

მეორე თაობის სუპერსწრაფი Blade ელემენტის წარდგენის პარალელურად, BYD-იმ ინფრასტრუქტურული რევოლუციაც დააანონსა. კომპანიამ ოფიციალურად გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი მასობრივი წარმოების სუპერდამტენი, რომლის ერთი პორტის სიმძლავრე 1,500 კილოვატს (kW) აღწევს. ეს წინა თაობის მაჩვენებელზე 50%-ით მეტია.

ტექნოლოგიური მახასიათებლები და ინოვაციური დიზაინი

BYD-ის განცხადებით, თითოეული სადგური ორი დამტენი პორტითა და ენერგიის შენახვის უსწრაფესი სისტემით არის აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ სადგურს ულტრა-სწრაფი (Flash-charging) ტემპის შენარჩუნება მაშინაც შეუძლია, როცა ორი ავტომობილი ერთდროულად იტენება.

ცვლილებები შეეხო დამტენის დიზაინსაც, რომელიც მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მოსახერხებელი გახდა:

  • "ნულოვანი გრავიტაციის" პორტი: კაბელი და პორტი სპეციალურ T-ფორმის მოძრავ რელსზეა დაკიდებული, რაც მათ მიწაზე თრევასა და გადახლართვას გამორიცხავს. სიმსუბუქის გამო, მისი მართვა ცალი ხელითაც მარტივია.

  • მოძრავი სისტემა: რელსის დიზაინის წყალობით, დამტენის მარჯვნივ და მარცხნივ გაწევაა შესაძლებელი, რაც მანქანის სხვადასხვა პოზიციაში დაპარკინგებისას ძალიან პრაქტიკულია.

მასშტაბური გაფართოების გეგმა

პრეზენტაციაზე BYD-ის პრეზიდენტმა ვანგ ჩუანფუმ სტრატეგია "Flash-charging China" წარადგინა. წლის ბოლომდე კომპანია ჩინეთში 20,000 ასეთი სადგურის გახსნას გეგმავს (5 მარტის მონაცემებით, უკვე დასრულებულია 4,239 სადგური).

  • 18,000 სადგური ქალაქებში: პარტნიორ ოპერატორებთან ერთად BYD სადგურებს ისე ააშენებს, რომ ურბანული ტერიტორიების 90%-ში უახლოესი დამტენი მაქსიმუმ 5 კილომეტრის რადიუსში იყოს.

  • 2,000 სადგური ტრასებზე: ჩქაროსნულ მაგისტრალებზე სადგურები საშუალოდ ყოველ 100 კილომეტრში ერთხელ განთავსდება.

2026 წლის ბოლომდე კომპანია სტრატეგიის გლობალურ მასშტაბზე გადატანას ("Flash-charging Planet") და სუპერდამტენების საერთაშორისო ბაზარზე, ჩინეთის საზღვრებს გარეთ გატანას გეგმავს.

ბონუსები და ხელმისაწვდომობა

კომპანიამ მომხმარებლებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც დააანონსა:

  • ავტომობილები, რომლებიც ახალი (მე-2 თაობის) Blade ელემენტით იქნება აღჭურვილი, შეძენიდან 1 წლის განმავლობაში სუპერდამტენების ქსელით უფასოდ ისარგებლებენ.

  • სადგურები საჯარო იქნება, რაც ნიშნავს, რომ BYD-ის სუპერდამტენებით სარგებლობას სხვა ბრენდის ელექტრომობილების მფლობელებიც შეძლებენ (თუმცა, მათთვის დატენვის სისწრაფე შედარებით დაბალი იქნება).

BYD-ის ავტომობილები უკვე რამდენიმე წელია საქართველოშიც ხელმისაწვდომია - Solar Auto საქართველოში 2022 წლიდან წარმოადგენს BYD-ის (Build Your Dreams) სრულ სამოდელო რიგს, საგარანტიო მომსახურებით, ორიგინალი ნაწილებით და სერვისით.

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2024-2026 - EV News - All rights reserved.

Crafted @