BYD-ის ტრიუმფი: ჩინურმა გიგანტმა Tesla დაამარცხა და გლობალური EV ბაზრის ლიდერობა მოიპოვა

Jun 17, 2025

ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლები მსოფლიო ბაზარს უკვე წამყვან პოზიციებზე მართავენ – და ახლა ეს სტატისტიკურადაც დადასტურდა. ICCT-ის (International Council on Clean Transportation) ახალ ანგარიშში ჩანს, რომ ჩინურმა ბრენდებმა მთლიანად დაიმორჩილეს ნულოვანი გამონაბოლქვის სეგმენტი.

2025 წლის მონაცემებით, ჩინეთში ყოველწლიურად იყიდება 11 მილიონზე მეტი ელექტრომობილი, რაც გლობალური გაყიდვების ნახევარზე მეტს შეადგენს. ამ მასშტაბურმა შიდა ბაზარმა შესაძლებლობა მისცა მწარმოებლებს, რომ ტექნოლოგიურად განვითარდნენ, წარმოება გაზარდონ და ახლა უკვე მსოფლიო ბაზარსაც კარნახობენ ტემპს.

Geely-მ და SAIC-მა უკვე გადალახეს EV გაყიდვების 50%-იანი ზღვარი და მიზნებს ერთი წლით ადრე მიაღწიეს. ჩინურმა ბრენდებმა დაიკავეს ტოპ 5 პოზიცია ZEV (ნულოვანი ემისიის მანქანების) დაფარვაში და 6 საუკეთესო EV მწარმოებელში 5 მათგანი ჩინეთიდანაა.

2024 წელს პირველად დაფიქსირდა ის, რასაც ბევრი პროგნოზირებდა – BYD-მა დაამარცხა Tesla გლობალურ BEV (მხოლოდ ბატარეაზე მომუშავე) გაყიდვებში. BYD-ის BEV გაყიდვები 25%-ით გაიზარდა, ხოლო BEV + პლაგ-ინ ჰიბრიდების საერთო მაჩვენებელმა 47%-იანი წლიური ზრდა აჩვენა.

თუმცა, ICCT-ის შეფასებით, ორივე ბრენდი, BYD და Tesla, „ლიდერების“ კატეგორიაში რჩებიან. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, თითქმის ყველა მწარმოებელმა გააუმჯობესა სავალი მანძილი, დატენვის სიჩქარე და ენერგოეფექტიანობა.

„ჩინური EV ბაზრის სწრაფმა ევოლუციამ კომპანიებს ტექნოლოგიური და საწარმოო უპირატესობა მიანიჭა. გლობალური ავტოინდუსტრიისთვის ეს უკვე აღარ არის მხოლოდ მომავლის მიზანი – ეს არის დღევანდელი კონკურენტუნარიანობის საკითხი”, - აღნიშნავს ICCT-ის ხელმძღვანელი.

——-

Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.

კომპანია ქართულ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.

სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @

© 2023-2025 - EV News - All rights reserved.

Crafted @