
BYD-ი წარმოების გაფართოებას პაკისტანში გეგმავს
Oct 1, 2024
ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი BYD-ი პაკისტანში გაფართოებას გეგმავს.
გასულ თვეში პაკისტანის უმსხვილესმა კერძო ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანიამ Hub Power-მა (Hubco) გამოაცხადა, რომ მისი შვილობილი კომპანია Mega Motor BYD-თან პარტნიორობით პაკისტანში პირველი ელექტრომობილების ქარხანას 2026 წლისთვის დააფუძნებს.
პაკისტანის ფინანსთა მინისტრმა მუჰამად აურანგზებმა განაცხადა, რომ მთავრობა BYD-ს წაახალისებს აფრიკის და სამხრეთ აზიის ბაზრებზე, მათ შორის ბანგლადეშსა და შრი ლანკაში ექსპორტის განხორციელებაში.
მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ქარაჩის ქარხანა BYD-ის 100,000 ელექტრომობილის და ჰიბრიდის წარმოებას შეძლებს, რაც პაკისტანში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
Solar Auto ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს ჩინური გიგანტი ბრენდის – BYD-ის (Build Your Dreams) პირველ ავტორიზებულ იმპორტიორს საქართველოში.
კომპანია ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს BYD-ის ახალი ავტომობილების სრულ ასორტიმენტს, ორიგინალ ნაწილებს და საგარანტიო სერვისს.
სრული სამოდელო რიგის გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.solarauto.ge